სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" იძულებითი მმართველი დაინიშნა. ბრძანება გადაწყვეტილების შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გამოსცა.
დროებითი მმართველი ვასილ ძიკველიშვილი იქნება. რომელიც საქმიანიობას დაზღვევის შესახებ კანონის შესაბამისად განახორციელებს.
დროებით მმართველს კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე ზრუნვა და აღნიშნული პრობლემის მოგვარება ეკისრება. მისი საქმიანობის ვადა ორი თვით, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე განისაზღვრა.
„სახელმწიფო პროექტი ხორციელდება. ადგილი აქვს გარკვეული ფინანსური პარამეტრების დარღვევას. ეს უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ. არ ჩანდა ცხადი ტენდენცია იმისი რომ უმოკლეს ვადებში სიტუაცია გამოსწორდებოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 19 აგვისტოდან , ორი თვის განმავლობაში აღნიშნული ღონისძიება გაგვეხორციელებინა."- განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.