reportiori.ge - ადვოკატები დავით ჩხიტუნიძის დაუყოვნებლივ ექსტრადაციას ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:57
სამართალი
ადვოკატები დავით ჩხიტუნიძის დაუყოვნებლივ ექსტრადაციას ითხოვენ
ავტორი:
21 აგვისტო, 2013. 15:22

სანდრო გირგვლიანის  საქმეში ბრალდებული დავით  ჩხიტუნიძის ადვოკატები მოითხოვენ რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე ცალკე იქნას განხილული. ადვოკატების მტკიცებით ჩხიტუნიძეს გირგვლიანის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ჩხიტუნიძის ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ათენის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქართველი პატიმრები გაუსწორდნენ. რომელთა საქმესაც დავით ჩხიტუნიძე თავის დროზე იძიებდა.

„ როდესაც მოხდა მისი  შესახლება ათენის საპყრობილეში, იქ დახვდა 80 თავისუფლება აღკვეთილი.  როგორც ჩვენთვის ოჯახიდან და სხვადასხვა წყაროებიდან არის ცნობილი, დავით ჩხიტუნიძე იცნეს, როგორც მათი ყოფილი გამომძიებელი და პატიმრები დაემუქრნენ.  ამის შემდეგ მოხდა  ანგარიშსწორებაც."- აცხადებს იმნაიშვილი.

ადვოკატები ჩხიტუნიძის დაუყოვნებლივ  ექსტრადიციას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი მოადგილე,  2013 წლის 13 აგვისტოს, ათენში დააკავეს.  ამჟამად კი ის საავადმყოფოში იმყოფება, ვინაიდან ათენის საპატიმროში სასტიკად გაუსწორდნენ. ჩხიტუნიძეს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს მძიმე ტრამვა და საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016