სხვადასხვა
ჩინური სილამაზის საიდუმლო
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
17 მაისი, 2014. 18:09
გთავაზობთ, მარტივ და ძალიან ეფექტურ ჩინურ სილამაზის ნიღაბს, რომელიც კვებავს, ასწორებს კანს და საგრძნობლად ამცირებს პიგმენტურ ლაქებს.
ნიღაბის შემადგენლობაში შედის თაფლი, სახამებელი და ზღვის მარილი.
საშუალო ზომის ფიალაში აურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი (სასურველია თხელი), 1 ჩაის კოვზი სახამებელი. კარგად ურიეთ სანამ მასა არ მიიღებს მოთეთრო ფერს. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი (შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი იოდიზირებული მარილით) და აურიეთ.
დაიდეთ სახეზე 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თუ კანი ზედმეტად მგრძნობიარე ან ძალიან მშრალი გაქვთ, ნიღაბში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი რძე.
ნიღაბის გამეორება ორკვირაში ერთხელ შეგიძლიათ.
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03