reportiori.ge - წინასწარ დაგეგმილი ღალატი - თუ უტვინობის შედეგი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:39
ინტერვიუ
წინასწარ დაგეგმილი ღალატი - თუ უტვინობის შედეგი?
17 მაისი, 2014. 18:12


„ემზარ კვიციანი იყო გამომძალველი, ბანდიტი. იქ არის, სადაც მისი ადგილია! მან სახელმწიფოს წინაშე  ამბოხი დაიწყო, საკმაოდ მძიმედ დაგვიჭრა ორი ჯარისკაცი.  ზუსტად იქ იმყოფება, სადაც უნდა იყოს! ამ ორი ჯარისკაცის დაჭრის გამო გაცემული გვქონდა მისი ლიკვიდაციის ბრძანება და ღმერთს მადლობა უნდა უთხრას, რომ დღეს ცოცხალია. დღეს, რომ დრო უკან დავატრიალოთ იგივეს მოვიმოქმედებდი ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს აუმხედრდა!"

 

თავდაცვის ექსმინისტრმა,  ირაკლი ოქრუაშვილმა,  აღნიშნული განცხადება, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი რეგიონალური ტელეკომპანიის ეთერის საშუალებით გააკეთა.

 

სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ექსმინისტრის აღნიშნულ  განცხადებას, როცა ის  ფაქტობრივად, მკვლელობის საქმეში მონაწილეობაზე  საუბრობს, შედეგად მინიმუმ   სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდა მოჰყვეს.

 

სანამ  საქართველოს მთავარი პროკურატურა  და  შს სამინისტრო გადაწყვეტს, თუ რა მოიმოქმედოს, „რეპორტიორი"  ბატალიონ „მონადირის" შტაბის ყოფილ უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ თენგიზ კორძაიას ესაუბრა:

 


-მე და ემზარ კვიციანი კლასელები ვიყავით. ემზარს კარგი ავტორიტეტი ჰქონდა ხეობაში.  1992 წელს, როცა ომი დაიწყო, ხეობის ახალგაზრდები  ხატზე შევეფიცეთ ერთმანეთს. ემზარი  ლიდერად ავირჩიეთ. ვინაიდან კოდორი (დალის ხეობა) საფრთხის წინაშე იდგა, ჩვენი მიზანი უღელტეხილების დაცვა გახდა. კავკასიის მხრიდან, ხეობას 47 გადმოსასვლელი აქვს, რომელიც ჩავკეტეთ და ვიცავდით. სოხუმი რომ დაეცა, კოდორის ხეობას ლტოლვილების მასა მოაწვა,  რომლებსაც აფხაზები მოსდევდნენ და სადაც იჭერდნენ იქ კლავდნენ. ამ  ხალხს ვიცავდით. ლტოლვილებმა რომ გადაიარეს, ხეობას ისევ ადგილობრივები შევრჩით დამცველებად. სისხლის და ცრემლის ფასად ვსწავლობდით ომს...


ამ დროს რა ფორმით მოძრაობდით?


-სოხუმის დაცემამდე ჩვენ ვიყავით სოხუმის რაზმი, აჟარის კომენდატურა. ემზარი ამ კომენდატურის კომენდანტი იყო, კაპიტნის წოდება მიენიჭა. მე შტაბის  უფროსი ვიყავი. სოხუმის დაცემის შემდეგ ამ სახით ვაგრძელებდით მუშაობას. 93 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩამოყალიბდა  „მონადირე".  რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ, სამინისტროს მიმართულებად ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელად ისევ ემზარი დანიშნეს.  ეს გრძელედებოდა 2006 წლამდე.


-ბატონო თენგიზ, თუ შეიძლება გაიხსენეთ, რა  მოხდა 2006 წელს...

 

-ჯარი შემოვიდა, 7000 ადამიანი. ოქრუაშვილი და მერაბიშვილი შემოუძღვნენ  ამ ჯარს.


-ვისი ბრძანებით?


-ალბათ პრეზიდენტის. ნონო ბურჯანაძე მაშინ პარმანენტის თავმჯდომარე იყო და ის თავისთავად მოვლენების საქმის კურსში იქნებოდა. იარაღი ჩამოგვართვეს ყველას.   ემზარ კვიციანს იარაღის ჩაბარება და ხეობის დატოვა მოსთხოვეს. კოდორის ხეობის დაკარგვის საფრთხეს ვხედავდით, ამიტომ მოთხოვნას  ემზარ კვიციანისა და ჩვენი მხრიდან კატეგორიული უარი მოჰყვა. უარის მიღების შემდეგ ხელისუფლებამ ბატალიონი კანონგარეშედ გამოაცხადა. კვიციანი და მისი ზოგიერთი თანამოაზრე   სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს და მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რასაც კოდორის ხეობის უკანონო ბანდფორმირებებისგან გაწმენდის ოპერაცია დაერქვა. ემზარ კვიციანმა საბრძოლო მოქმედებების კატეგორიული დაუშვებლობის მოტივის გამო დატოვა ხეობა და რუსეთის ფედერაციაში გაიხიზნა.


-ორი  ჯარისკაცის დაჭრას ედავებოდნენ ბატონ ემზარს...

 

-ფეხი იღრძო რომელიღაცამ. ტყვიით არავინ არ დაჭრილა. თვითონვე  მოკლეს ერთი ქალბატონი,  რუსიკო გერლიანი, რომელიც მთიდან მოდიოდა...


-ბატონო თენგიზ, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა შესაძლებელი კოდორის ხეობის შენარჩუნება?

 

-თუ ჩვენ შევძელით ამდენი წლის განმავლობაში კოდორის ხეობის გადარჩენა, როგორ არ შეიძლებოდა იმ შემთხვევაში?!  7000 ადამიანი იდგა კოდორში ჯარის სახით. მათ გააჩნდათ ტექნიკა, ტყვია-წამალი, ბაზები, სტრუქტურა, მარტო საწვავი დარჩა იმდენი, რომ  აფხაზეთს  მთელი წელი ეყოფოდა, საკვები პროდუქტით  გავსებული იყო ხეობა. ტყვია არ გავარდნლა, ისე ჩააბარეს ხეობა...


ის, რომ დღეს, ჩვენ კოდორი დაკარგულ გვაქვს  და ნაომარი ხალხი ლტოლვილებად ვართ ქცეული, ყოფილი ხელისუფლების დამსახურებაა.  2006 წელს რომ არ შემოსულიყვნენ  კოდორის ხეობაში ჩვენი ჯარები, დედ-მამის საფლავს ვფიცავარ, კოდორის ხეობა დღეს ჩვენი იქნებოდა.


-რა მიზანი ამოძრავებდათ, რა  ქვეტექსტი ჰქონდა ხეობაში ჯარის შემოყვანას?


-წინასწარ დაგეგმილი ღალატი იყო ეს თუ უტვინობა - მარჩიელობას ვერ დავიწყებ, თუ ეს არ იყო ღალატი მაშინ გვითხრან, რატომ ჩაბარდა კოდორი.  თბილისის გადასარჩენად? -  ამასაც არ ამბობენ...  ამიტომ გვგონია, რომ ეს ღალატი იყო.

 

-ემზარ კვიციანი პატიმრობაში იმყოფება...


-ქვეყანა, რომელიც გმირებს ასე ექცევა, არ მინდა ვთქვა, რომ მომავალი არ აქვს, მაგრამ ცუდი მომავალი აქვს! ემზარი ვაჟკაცი რომ იყო  ამიტომ ენდობოდა ხეობა, რომ არ ყვარებოდა ხალხს, მთელი ხეობა მის გვერდით არ დადგებოდა.


ვერ ვიგებთ ემზარის გარეთ ყოფნას რა უშლის ხელს.  რადგან  ჩამოვიდა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ  არაფერი დასამალი არ აქვს. ემზარს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მას თავისი სიმართლე იცავს.  ამ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრის გვეიმედება, მასთან  გვინდა შეხვედრა, გვინდა ავუხსნათ ყველაფერი. ემზარ კვიციანის  ციხეში ყოფნა - სირცხვილია!

 

 

სამხედრო ექსპერტ, ვახტანგ მაისაიას აზრით, ემზარ კვიციანის ხეობაში დარჩენით, კოდორის ხეობა შენარჩუნებული იქნებოდა.

 „იმ პერიოდში ემზარ კვიციანი სტურქტურის ოფიციალური  წარმომადგენელი იყო. არავის არ გამოუცია მისი გადაყენების ბრძანება. ის იყო თავდაცვის სამინისტროს კოდორის დაჯგუფების რწმუნებულიც და სარდალიც. იცავდა სახელმწიფოს ინტერესებს. როცა ადამიანისთვის არ გატარებულა, თუნდაც ადმინისტრაციული სანქცია, გადაყენება - ანტისახელმწიფოებრივ საფუძველზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხდება მის მიმართ მკვლელობის დაგეგმვა - გაუგებარია. როცა  ასეთი ოპერაციის დაგეგმვა ხდება, ასეთ შემთხვევაში ადამიანი მინიმუმ უნდა დააპატიმრო, გაასამართლო, არაკანონიერი სასიკვდილო განაჩენი კი არ უნდა გამოუტანო (დაუმორჩილებლობის შემთხვევაშიც კი...)...

 

უახლესმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ ემზარ კვიციანის ყოფნა ხეობაში,  სახელმწიფოსთვის მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა, ვიდრე ოქრუაშვილის და მერაბიშვილის ხეობაში შესვლა. მერაბიშვილმა ფაქტობრივად ჩააბარა კოდორი, გაყიდა. ერთი გასროლის გარეშე ჩააბარა.

 

მე, როგორც სამხედრიო ექსპერტი, ვაცხადებ, რომ შეიძლებოდა კოდორის შენარჩუნება. შეიძლებიოდა დაკარგულიყო ცხინვალი, პირობითად თბილისიც, თუმცა კოდორის შენარჩუნება შესაძლებელი იყო.  მას ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ მისი აღება აფხაზებს და რუსებს გაუჭირდებოდათ. ფაქტობრივად ეს გეოსტრატეგიული ობიექტი ჩაბარდა სამშობლოს ღალატით. გამოსაძიებელია,  ვინ იყო რუსეთის ფედერაციის ნამდვილი შენიღბული, ჩანერგილი ჯაშუში - სხვა ახსნა ამ ქმედებას არ მოეპოვება!"

 

P.S.  ვინ გასცა ბრძანება, საქართველოს  სამხედრო-შეიარაღებული ფორმირებების გამოსაყვანად -  ეს ჯერ კიდევ  გასარკვევია.

აღნიშნულის  გასარკვევად,  როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელსუფლების მხრიდან   ქმედითი და შედეგობრივი ნაბიჯები საზოგადოებას არ უნახავს. ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში დაბრუნებული  ემზარ კვიციანი  კი, პირდაპირ,  გლდანის # მე-8 დაწესებულების გზას გაუყენეს,  საქალაქო სასამართლომ მას  2006-2007 წლებში შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა დაუკანონა და პატიმრობის ვადა 28 მაისამდე გაუგრძელა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016