საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა საშუალება სტუდენტური პრობლემატიკის შესახებ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლებს პირადად გაესაუბროს.
"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა უკვე მესამე წელია რაც აქტიურად ვიცავთ სტუდენტთა უფლებებს, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო სტუდენტთა ყველა პრობლების მოსმენა და მათი გადაწყვეტა, ამიტომ ვფიქრობთ რომ აქტიურად დავიწყოთ შეხვედრები სტუდენტებთან, რათა მოვისმინოთ პირადად ყველა ის სტუდენტური პრობლემა სტუდენტებისგან რაც დღეს მათ აწუხებთ. აუცილებელია შეხვედრებზე რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა და თავიანთი პრობლემები ჩვენამდე მოიტანონ. ჩვენ მოვუსმენთ განურჩევლად ყველა სტუდენტს და შეძლებისდაგვარად შევეცდებით მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა რომელიც უპირველეს ყოვლისა სტუდენტებს ხელს უშლის თავისუფლად შეუდგნენ სასწავლო პროცესს." - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები აღნიშნავენ რომ შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა მიწერონ მათ ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/SaqartvelosSUL სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ უმოკლეს ვადაში დაუკავშირდებიან და შეხვდებიან.