კონფლიქტები
რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიას გადმოსცდნენ და 54 წლის მამაკაცი გაიტაცეს
ავტორი: ნინი მოდრეკილი
17 მაისი, 2014. 22:31
ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გატაცება გრძელდება. სეპარატისტებმა სოფელ თამარაშენთან 54 წლის მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ნახირს მწყემსავდა. მისმა მეზობელმა კი გაქცევა შეძლო.
სოფლის გამგებელი აცხადებს, რომ მწყემსები ე.წ. საზღვარს არ მიახლოებიან და რუსი სამხედროები მათ წასაყვანად ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს თავად გადმოსცდნენ.
„რუსი სამხედროები „კამაზის“ ტიპის ავტომანქანებით ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსულები. ისინი თავის ტერიტორიას გადმოსცდნენ, დაახლოებით, 60 - 80 მეტრით. ერთი ადამიანი გაიტაცეს, მეორე გამოიქცა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულს რუსული მხარე ორშაბათს გაათვისუფლებს,“- განაცხადა სოფლის გამგებელმა თამაზ ბერუაშვილმა.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02