reportiori.ge - ქალის ხასიათი საყვარელი ფერის მიხედვით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:08
სხვადასხვა
ქალის ხასიათი საყვარელი ფერის მიხედვით
ავტორი:
18 მაისი, 2014. 01:08



ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის საყვარელ ფერსა და მის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. საყვარელ ფერს ქალის ხასიათზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

 

 

წითელი ფერის  მოყვარულ ქალებს ხშირად ძლიერი, ექსპრესიული ხასიათი აქვთ, თუმცა აქვთ მინუსები, ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ისტერიულები, და როგორც კანონი სექსუალურად აგრესიულები. ის ზედმეტად გახსნილად ფლირტაობს, სწრაფად იქცევს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. პროვოცირებას უკეთებს გარშემომყოფებს, რათა რეაგირება მოახდინონ მის მწვავე რეპლიკებზე და დაუფარავ, აშკარა ჟესტების ენაზე. ასეთ ქალბატონებს უფრო მშვიდი და გაწონასწორებული კავალერები იზიდავთ, ვინაიდან თვითონ არიან ლიდერები და მამაკაცის დომინირებას ურთიერთობაში ვერ ეგუებიან, თუმცა, მამაკაცი უნდა იყოს რბილი ერთი შეხედვით, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული და ფეხზე მყარად მდგომი.

 

 

ცისფერი და ლურჯი ფერის მოყვარულები ტიბეტელი ბერებივით მშვიდები არიან. ამ ფერებს უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიული და მშვიდი ადამიანები. მათ არ უყვართ კონფლიქტები. როგორც წესი, ცხოვრების თანამგზავრად თავისზე უფროსს ირჩევს, ამასთანავე, მათი რჩეული უნდა იყოს მშვიდი და თუ ნებისმიერი სახის აგრესიას გამოავლენენ, მაშინვე დაკარგავენ ქალის თვალში სიმპატიას.

 

ყვითელი ფერი კარიერისტი ქალების საყვარელი ფერია. ისინი ამბიციურები და ძალიან მიზანდასახულნი არიან, თუმცა, დროდადრო ბავშვობაში გადავარდნის უნარიც აქვთ. როცა საქმე რომანტიკას, ოჯახს და სიყვარულს ეხება გულუბრყვილოები ხდებიან ან ოსტატურად თამაშობენ გულიბრყვილოს როლს. ასეთ ქალებს უკომპლექსო, მხიარული მამაკაცები მოსწონთ. ისინი მუშაობენ და ისვენებენ სპონტანურად, არასოდეს გეგმავენ ხვალინდელ დღეს და დღევანდელობით ცხოვრობენ.

 

იასამნისფერი არტისტული ბუნების მანდილოსნებს უყვართ. ასეთები თავს იდუმალების და დრამატიზმის აურაში ახვევენ. მათთვის გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა ადვილია.  ამ ფერის მოყვარულები  ხშირად ირჩევენ შემოქმედებით პროფესიებს. ასეთ ბოჰემურ წრეში მათ ხშირად ხვდებათ იმ ტიპის მამაკაცები როგორებიც ხიბლავთ, ანუ რომანტიკოსები, რომლებიც ოსტატურად ფლირტაობენ და ხშირად არიან ჭეშმარიტი მექალთანეები.

 

მწვანე ტონის (სალათისფერიდან – ხაკისფერამდე) მოყვარული ქალბატონები იდეალისტური ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ერთანაირად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. სტუდენტობისას ხშირად პრფოკავშირის თავმჯდომარეები და გამორჩეული სტუდენტები არიან. დაიმახსოვრეთ, ქალი მწვანე კოსტიუმში არასოდეს შეხვდება გაიძვერას და არაკაცს.  მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებებია და არა რჩეულის ფიზიკურობა თუ მატერიალური შესაძლებლობები. მას ყოველთვის დააინტერესებს მამაკაცის ოჯახი, მისი მშობლები და მათი საქმიანობის სფერო.

 

 

ფორთოხლის ფერი თავისუფალი ხასიათის ქალბატონებს უყვართ. ისინი ძალიან სპონტანურები, მხიარულები არიან და ცხოვრებას მსუბუქად უყურებენ. ამასთანავე, გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. ხშირად იცვლიან პარტნიორებს, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები არიან. ასეთ ქალებს არ უყვართ დოგმები და აკრძალვები ინტიმურ ასპექტში, დიდ ხანს პარტნიორის გარეშე ყოფნამ შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს, იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის ცხოვრებაში სექსი. კაცებს ირჩევს იმის მიხედვით თუ რამდენად აქვთ მსგავსი ინტერესები, რამდენად სპონტანურია და რამდენად შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება.

 

 

ინტელექტუალი ქალების საყვარელი ფერი  კი შავია. მათთვის დამახასიათებელია შინაგანი ნონკონფორმიზმი, ზრდასრულ ასაკშიც კი. ქალი შავებში ხშირად გატაცებულია ფილოსოფიით, თეოლოგიური მოძღვრებებით და ხელოვნებით. მას უყვარს კითხვა. თუმცა, თუ ქალი დიდხანს ატარებს შავს ეს მის შინაგან დეპრესიაზე მეტყვლებს. მას მხოლოდ ინტელექტუალი მამაკაცები ხიბლავს, ცხოვრების თანამგზავრს ინტელექტით ირჩევს.

 

 

მორიდებული და დაკვირვებული მანდილოსნების ფერია თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი საერთოდ დადებითი ენერგიის და გახსნილობის ფერია, ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარული ქალები საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩუმები არიან. როგორც წესი, თეთრი სადა არ არის, თეთრ ფონზე არის ორნამენტები: ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები, კოპლები. ასეთი ქალები განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩევიან. თუმცა, არასოდეს განიკითხავენ ადამიანს ადამიანური სისუსტეების გამოვლენისთვის. პირიქით, ყოველთვის მზად არიან ახლობლებს მოუსმინონ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ. კაცებს მათში დედობრივი მზრუნველობის შეგრძნება იზიდავთ. თუმცა, მათ თავად გვერდით სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ისეთივე მზრუნველი და გულშემატკივარი იქნება, როგორებიც თვითონ არიან საჭიროების შემთხვევაში.

 

ვარდისფერი უყვართ ინფანტილურ, ნაზ, კეკლუც ქალებს. ისეთებს, რომლებიც მუდმივად ბავშვობას, თოჯინებს რბილ სათამაშოებს მისტირიან. ისინი ძალიან ნაზები, კაპრიზულები და ამავე დროს მიმზიდველნი არიან. ასაკშიც კი ფლამინგოს ფერის მოყვარულნი ქალიშვილურ სიკეკლუცეს ავლენენ. მათი უმრავლესობა არ ზრუნავს კარიერაზე და ოჯახურ კერას უვლის. მათ უყვართ ძლიერი მამაკაცის მზრუნველობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება, უყვართ როცა მათ იცავენ და მასზე ზრუნავენ.

 

 



(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016