reportiori.ge - სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასებაზე განათლების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:51
საზოგადოება
სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასებაზე განათლების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს
ავტორი:
21 აგვისტო, 2013. 18:35

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების შკალასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს. 
სახელმძღვანელოები, სადაც დავალებები პირდაპირ წიგნში იწერება, არ არსებობს. დავალებების ჩაწერა მოსწავლის რვეულებში ხდება, რომლებიც ერთჯერადი გამოყენებისაა და სახელმწიფო ასევე უფასოდ გადასცემს მოსწავლეებს. რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ ან ქარხნულ პრობლემებს. მშობელი, რომელიც სახელმძღვანელოს იბარებს, ვალდებულია, წიგნის შესაძლო ხარვეზის შესახებ სკოლის ინფორმირება მოახდინოს. 
შეფასების შკალა მშობელსა და სკოლას გაუგებრობისგან იცავს და შემოწმება მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს გადაცემამდე ხდება. სახელმძღვანელოს პრობლემა მოინიშნება და თუ ის გამოუსადეგარი იქნება, მოსწავლეს არ გადაეცემა და გამომცემელს უკან დაუბრუნდება. სახელმძღვანელოს შეფასება ყოველწლიურად მოხდება. 
"თუ სახელმძღვანელო იქნება გამოუსადეგარი იმიტომ, რომ მოსწავლემ ის განათლების მიღების მიზნით გამოიყენა, მაგრამ ის გარკვეულწილად დაზიანდა, ასეთ შემთხვევაში იგი ამოიღებული იქნება ხმარებიდან და სკოლის მიერ ჩამოიწერება. არანაირი პასუხისმგებლობა, თუ ის იყო სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, რაც სახელმძღვანელოში გაჩნდა თუნდაც ჩანაწერი, მონიშვნა და ა.შ არ ექვემდებარება არანაირ სადამსჯელო სანქციებს. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება მოსწავლეს, მშობელს ან მეურვეს, დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო გადაეცა მესამე პირს, განზრახ იქნა დაზიანებული ან არამიზნობრივად იყო გამოყენებული", - განაცხადა ლია გიგაურმა. 
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს, წიგნი განზრახ დაზიანდა ან ოჯახმა სახელმძღვანელო გააჩუქა, ასეთ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, მის სანაცვლოდ სკოლას სხვა სახელმძღვანელო დაუბრუნოს, რომელიც ბაზარზე გაიყიდება. 
"საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების მდგომარეობის შეფასებას ეხება. სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა - 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული - 1 ან 2 ქულა. 
ამ ინფორმაციით და მასთან დაკავშირებული საკითხებით მშობლები დაინტერესდნენ და განათლების სამინისტროშიც განმარტებები გაკეთდა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016