reportiori.ge - ილია მეორე: უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:49
რელიგია
ილია მეორე: უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი
19 მაისი, 2014. 10:40


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ შაბათს უფალმა დიდი წყალობა გაიღო და მთელი საქართველო დალოცა. მისივე თქმით, უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი".


ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს "მომეცი", "მომანიჭე", მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის და დიდების შეწირვა. რომ გადავხედოთ წარსულს, დღევანდელ დღეს და განვჭვრიტოთ მომავალი, დავინახავთ, რომ უფალი მუდამ ჩვენთან იყო, არის და იქნება. უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევაც იქნება. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე. გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016