reportiori.ge - კახეთში გეგმიური საველე სწავლება „იორი-2013“ მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:43
საზოგადოება
კახეთში გეგმიური საველე სწავლება „იორი-2013“ მიმდინარეობს
ავტორი:
22 აგვისტო, 2013. 00:02

კახეთში გეგმიური საველე სწავლება „იორი-2013"-ის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. წვრთნა გაერთიანებული შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შტაბის გეგმით ხორციელდება. სწავლება საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში 19 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. „იორი-2013"-ი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ სწავლებას წარმოადგენს და ოთხ ფაზას მოიცავს. მასში ჩართულია აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების I, II და V ქვეითი ბრიგადების სადაზვერვო ასეულები, ასევე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის პირველი ასეული და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დემო ჯგუფი. სწავლება „იორი-2013" -ის მიზანია აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ქვედანაყოფების შტაბების და სადაზვერვო ასეულების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების სრულყოფა, მიღებული გადაწყვეტილების ქვედანაყოფებამდე დაყვანა, აღსრულება და მართვა. განათლების სარდლობაში შექმნილია სპეციალური შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც „იორი-2013"-ის დასრულების შემდგომ სწავლების შედეგებს გააანალიზებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016