reportiori.ge - გიორგი კანდელაკი : საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ექცევა "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:41
საზოგადოება
გიორგი კანდელაკი : საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ექცევა "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ
ავტორი:
22 აგვისტო, 2013. 00:04

"სამწუხაროა, რომ ვბრდუნდებით იმ დროში, როცა საქართველოში ტელევიზიები გახსნის ნაცვლად იხურება", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა „მეცხრე არხთან"   დაკავშირებით. 

"დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილი არ დახურავდა საკუთარი ოჯახის ტელევიზიას, რომ არ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ რომელიმე მთავარი ნაციონალური არხი არ გაატარებს მის პოლიტიკურ ინტერესებსა და ხაზს. თუ რომელი ტელევიზია ჩამოყალიბდება ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიად, ამას მომავლი გვაჩვენებს. 
ამ თვალსაზრისით ასევე უნდა გავიხსენოთ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ქალბატონ ელისო ჩაფიძის 8 მაისის განცხადება, როდესაც მან მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების არსებობა დაადასტურა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარ ტელევიზიად ქალბატონ ჩაფიძის მიერ ნახსენები ერთ-ერთი ტელევიზია ჩამოყალიბდება. 
ამავე დროს, გვსურს გამოვხატოთ წუხილი იმასთან დაკავშირებით რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალანსებულ მაუწყებლად საყოველთაოდ აღიარებული "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი" უკვე ექცევა "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ, რასაც აჩვენებს ტრადიციულად ქცეული, ევროკავშირის ეგიდით ყოველი არჩევნების წინ ჩატარებული მედია მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგი სხვადასხვა მედიასაშუალებების დაბალანსებულობის ყველაზე მიუკერძოებელ საზომად დიდი ხანია აღიარებული. ამგვარი სავალალო მდგომარეობა გაკვირვებას არ იწვევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შევარდნაძის ეპოქის "ერთ-ერთი სიმბოლო", დღეს კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კოკა ყანდიაშვილი ფაქტობრივად წარმართავს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო პოლიტიკას და აქტიურად ერევა სიუჟეტების შინაარსში."- განაცხადა კანდელაკმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016