reportiori.ge - უცნობი დაავადება, რომლით დაინფიცირების შემთხვევაში პაციენტს ერთი კვირა სძინავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:47
სხვადასხვა
უცნობი დაავადება, რომლით დაინფიცირების შემთხვევაში პაციენტს ერთი კვირა სძინავს
19 მაისი, 2014. 17:43



 ყაზახეთში მდებარე სოფელ კალაჩიში გავრცელებულმა .. ძილის ეპიდემიამ ადგილობრივი ექიმები ჩიხში შეიყვანა. უცნობმა დაავადებამ უკვე დააიმფიცირა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. პაციენტებს ანალოგიური ჩივილები აქვთ: სისუსტე, თავბურსხვევა გულის წასვლა, მუდვივად ძილის სურვილი, მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვა და ჰალუცინაციები.

 

როდესაც პაციენტი იღვიძებს, მას არაფერი ახსოვს. ყველას ერთი და გივე სიმპტომები აწუხებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი დღემდე არ ვიცით. ვერაფრით დავადგინეთ, ერთსა და იმავე ოჯახში რატომ სძინავს რომელიმე წევრს 2-დან 6 დღემდე, როცა სხვები ამ დროს სრულიად ნორმალურად გრძნობენ თავს“, - ამბობს ექიმი ესილ კაბდრაშიტ ალმაგამბეტოვი.

 

 

ძილის დაავადების პირველი შემთხვევა კალაჩიში 2013 წლის მარტში დაფიქსირდა. მაშინ დახმარებისთვის საავადმყოფოს 14-დან 70 წლამდე ასაკის ათამდე ადამიანმა მიმართა. ბოლო შემთხვევა დეკმებერში მოხდა, როდესაც ერთდროულად 12 ადამიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ადგილობრივთა თქმით, დაავადება დათბობასთან ერთად იჩენს თავს. სანიტარული სამსახურის მუშაკებმა და ექიმებმა პაციენტებს თავის ტვინის დაზიანება ვერ აღმოუჩინეს. სოფლის მაცხოვრებლები უჩვეულო მოვლენას ახლოს მდებარე ურანის მაღაროებს უკავშირებენ, სადაც მუშაობა 30 წლის წინ შეჩერდა. თუმცა, ექსპერტებს ამ კავშირის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016