reportiori.ge - საინტერესო ფაქტები მარკ ცუკერბერგის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:44
სხვადასხვა
საინტერესო ფაქტები მარკ ცუკერბერგის შესახებ
19 მაისი, 2014. 18:57



მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ახალგაზრდა მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა ქონება გლობალური ინტერნეტ-პროექტით დააგროვა.

 

სოციალური ქსელის „Facebook-ის დაამარსებელ 14 მაისს 30 წლის გახდა. მარკ ელიოტ ცუკერბერ 1984 წლის 14 მაისს უაიტ-პლეინსში ებრაელი ექიმების ოჯახში დაიბადა. მამა ედვარდი სტომატოლოგი იყო, ხოლო დედა კარენი, ფსიქიატრი.

 

მარკი ერთადერთი ვაჟია ოჯახში, მას სამი და ჰყავს - უფროსი და რენდი და ორი უმცროსი და დონა და არიელი. ოჯახში ყველა ბავშვმა ტრადიციული ებრაული აღზრდა მიიღო, თუმცა 13 წლის ასაკში მარკი რელიგიას აღუდგა და ათეისტი გახდა.

 

მარკს კომპიუტერებთან შეხება ბავშვობიდანვე ჰქონდა. მამამისის კლინიკა კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჯერ კიდევ 1985 წლიდან იყო აღჭურვილი და შვილები მას სამსახურში ხშირად აკითხავდნენ.

 

როცა მარკს 10 წელი შეუსრულდა მან საჩუქრად პირველი კომპიუტერი (Quantex 486DX , Intel 486ის პროცესორით) მიიღო. მას თავიდანვე იტაცებდა პროგრამირება. უკვე ჭაბუკობის დროს მარკმა თამაშის ქსელური ვერსია შექმნა და ასევე სამომხმარებლო ჩათი ZuckNet, რომელიც კომუნიკაციის მიზნით მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. ეს იდეა ისე მოეწონა ცუკერბერგ მამას, რომ ეს პროგრამა სამსახურის კომპიუტერზე დააყენა. მისი სამსახური კი სახლთან ახლოს იყო და ის სახლიდან გაუსვლელად ეკონტაქტებოდა საკუთარ ასისტენტს.

 

როცა ედვარდმა საკუთარ შვილში ნიჭი დაინახა, გადაწყვიტა მისთვის რეპეტიტორი დევიდ ნიუმანი დაექირავებინა. მარკის ნიჭმა ნიუმანი პირდაპირ გააოცა.

 

ახალგაზრდა ცუკერბერგი მარტო კომპიუტერული გენიოსი არ იყო. მას ასევე წარმატებები ჰქონდა მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებში და განსაკუთრებით უცხო ენების ათვისებაში. უნივერსიტეტის ანკეტაში მარკს ეწერა, რომ იცის ფრანგული, ებრაული, ლათინური და ძველბერძნური ენები.

 

სწავლის გარდა მარკი ასევე სპორტითაც იყო დაინტერესებული. მან რატომღაც ფარიკაობა აირჩია და სკოლის გუნდს სათავეში ჩაუდგა.

 

პროგრამირებისადმი მისმა სიყვარულმა ყველა ჰობი გადაწონა. მაღალ კლასებში სწავლის დროს მან მუსიკალური პროგრამა „Synapse“ გამოიგონა. პროგრამა განსაკუთრებული იყო იმით, რომ შეეძლო ხელოვნური გონების ელემენტების გამოყენება და მომხმარებლისთვის მოსმენილი მუსიკიდან გამომდინარე სასურველი სიის შექმნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ „Synapse“ პირადი მიზნებისთვის იყო, მარკმა გადაწყვიტა ის Slashdot.org-ზე, სპეცილიზირებულ პორტალზე წარედგინა, რომელიც IT-სფეროში სიახლეებისთვის იყო განკუთვნილი. კომპანია „Microsoft“ მზად იყო ეს პროდუქტი ეყიდა და სკოლის მოსწავლე ცუკერბერგი სამსახურშიც კი აეყვანა, მაგრამ მარკმა უარი თქვა და განაცხადა, რომ „შთაგონება არ იყიდება“.

 

ყველას გასაკვირად მარკმა ჰარვარდში ფსიქოლოგიურ ფაკულტეტი აირჩია, ხოლო პარალელურად IT კურსები შეითავსა.

 

ჰარვარდში სწავლის დროს მარკმა რამდენიმე პროგრამა შექმნა. ყველაზე პოპულარული „Facemash“ იყო , რომელიც სტუდენტების ფოტოების სორტირების საშუალებას იძლეოდა და ამით სტუდენტების ერთგვარი რეიტინგი იქმნებოდა. ამ პროგრამამ სტუდენტებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და საუნივერსიტეტო ლოკალურ ქსელში უქმე დღეებში დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა გამოიყენა.

 

ამ პროგრამის შესაქმნელად მარკმა ჰაკერული თვისებები გამოავლინა, როცა უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა.

 

თუმცა რამდენიმე სტუდენტმა ცუკერბერგი მათი პირადი სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა, რის შედეგად მარკს სახალხოდ ბოდიშის მოხდა და პროგრამის დახურვა მოუწია. სოციალური ქსელის შექმნის იდეამ მარკის სამი თანაკურსელის ყურადღება მიიპყრო: დივი ნარენდრის, ძმები ტეილორებისა და კამერონ ვინკლვოსის, რომლებმაც მარკს საუნივერსიტეტო საიტის პროგრამირება და მისი ტექნიკური მომსახურება შესთავაზეს.

 

დაგეგმილი იყო, რომ ახალი ქსელის სახელი იქნებოდა „HarvardConnection.com“. მარკი თავიდან თანაკურსელების შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა სინამდვილეში მათ მხოლოდ ატყუებდა და პარალელურად მეგობრებთან დასტინ მოსკოვიცთან, ედუარდო სავერინთან და კრისტოფერ ჰიუზთან ერთად ახალ პროექტზე - გლობალურ სოციალურ ქსელზე Facebook.com-ზე ფიქრობდა.

 

„Facebook“-ის გაშვება 2004 წლის 4 თებერვალს მოხდა, 2004 წლის ნოემბერში კი „facebook“-ის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია.

 

სწავლისა და სამსახურის შეუთავსებლობის გამო მარკმა უნივერსიტეტი დატოვა და კომპანიას ჩაუდგა სათავეში.

 

ცნობადობამ უამრავი სკანდალი გააჩინა. პირველი პრეტენზიები მარკის არშემდგარმა თანაკურსელებმა წამოაყენეს. მათ ცუკერბერგი დაპირების დარღვევაში და ინტელექტუალურ პლაგიატობაში დაადანაშაულეს. საქმის განხილვა 4 წელი მიმდინარეობდა. საბოლოოდ დაზარალებულმა მხარემ საერთო ჯამში 65 მილიონი დოლარი მიიღო.

 

რიგით მეორე ცუკერბერგის მეგობარი ედუარდო სავერინი გახდა. სავერინმა საბოლოოდ კომპანიის 5-პროცენტიანი წილი მიიღო, რაც 2009 წლის მონაცემებით 1 მილიარ დოლარს წარმოადგენდა.

 

2010 წელს პრეტენზიები უკვე პოლ სეგლიამ წარმოადგინა, რომელიც ვითომ 2003 წელს ცუკერბერგის პროექტს აფინანსებდა. სეგლიას მოგების 84 პროცენტი სურდა, თუმცა 2012 წელს პოლი მტკიცებულებების ფაბრიკაციის გამო დააკავეს.

 

ამჟამად მარკ ცუკერბერგი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა 2010 წელს ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აღიარა, ხოლო ჟურნალმა „Time“-მა მას „წლის ადამიანის“ ტიტული მიანიჭა.

 

2010 წელს მარკ ცუკერბერგზე ფილმიც კი გადაიღეს „სოციალური ქსელი“.

 

2011 წელს მარკ ცუკერბერი პლანეტის ყველაზე გავლენიანი ებრაელების სიას უდგას სათავეში, სამი წლის შემდეგ ის კვლავ ამ სიის სათავეშია.

 

2013 წელს მარკის ქონება უკვე 19 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგი მილიარდერია, მას ქველმოქმედება არ ავიწყდება. 2010 წელს მან შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკის სახელმწიფო სკოლებს 100 მილიონი დოლარი გადასცა. 2012 წელ კი მარკმა ნახევარი მილიარდი დოლარი „Silicon Valley“-ს ახალგაზრდა კომოპანიებს განვითარებისთვის გადასცა.

 

გარდა ამისა ცუკერბერგმა საქველმოქმედო ფონდ „Silicon Valley Community“-ს „Facebook“-ის 18 მილიონი აქცია გადასცა, რომელთა ღირებულება დაახლოებით მილიარდ დოლარს აღწევს.

 

2012 წლის 19 მაისს კომპიტერული გენიოსი პრისცილა ჩენზე დაქორწინდა, რომელიც ჯერ კიდევ ჰარვარდში გაიცნო. ჩენი ექიმი-პედიატრია. ამ ქორწილმა ამერიკელი ებრაელების ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

2014 წლის თებერვალში გერმანული გაზეთის Sueddeutsche Zeitung-ის კარიკატურისმა ბურკხარდ მორმა მარკ ცუკერბერგი გრძელცხივრა რვაფეხად განასახიერა, რომელმაც ყველა კომპიუტერი მოიხელთა.

 

ამ სურათმა ებრაელი უფლებადამცველების რისხვა გამოიწვია. ორგანიზაციამ გამოცემა ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და კარიკატურა ნაცისტურ სურატებს მიამსგავსა. თავად ცუკერბერგს ამაზე რეაქცია არ ჰქონდა.

 

ამბობენ, რომ მარკ ცუკერბერგს „Snapchat“-ის ყიდვა სურდა და მზად იყო მასში მილიარდი დოლარი გადაეხადა, მაგრამ „The Wall Street Journal“-ის ცნობით კომპანიამ მას თავაზიანი უარი უთხრა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016