reportiori.ge - ათი რამ, რასაც მდიდარი ადამიანი სხვანაირად აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:47
სხვადასხვა
ათი რამ, რასაც მდიდარი ადამიანი სხვანაირად აკეთებს
ავტორი:
19 მაისი, 2014. 19:17



საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში  არსებობს მოსაზრება, რომ მდიდარი ადამიანები ღარიბების ხარჯზე ცხოვრობენ, თუმცა ეს სრული სიმართლე არ არის.

წარმოგიდგენთ ვითარებებს, რომლებშიც მდიდარი ადამიანები განსხვავებულად  მოქმედებენ.

 

 

ისინი გარშემო პოზიტიურ ადამიანებს იკრებენ

მდიდრები დროს არ კარგავენ მათზე, ვისაც მათ ცხოვრებაში ნეგატივი მოაქვს. ფინანსურად წარმატებულები ამჯობინებენ, დრო იმ ადამიანებთან გაატარონ, რომლებიც მათ მუხტავენ და მოტივაციას უჩენენ.

 

 ისინი მსხვერპლს იღებენ

ფინანსურად წარმატებული ადამიანები მზად არიან შეამცირონ შემოსავლები, იარონ იაფფასიანი მანქანით და შეამცირონ საცხოვრებლის ხარჯები, როდესაც იწყებენ ცხოვრების გზას, ბიზნესს. ისინი იღებენ თანხას, ინახავენ და დებენ ინვესტიციას, შემდეგ ახდენენ რეინვესტირებას, რასაც მათთვის კიდევ მეტი შემოსავალი მოაქვს.

 

 ისინი დროს არ კარგავენ წუწუნში

თუკი ოდესმე ცხოვრებაში რამე ცუდი ხდება, ისინი მიმართულებას ცვლიან, ხოლო ამ შემთხვევას ჭკუის სასწავლებლად იყენებენ.

 

 

ისინი პირველ ყოვლისა იხდიან ვალებს და ზოგავენ ფულს

მათ იციან, რომ ”როდესაც ვინმეს ვალი აქვს, მას არ აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ დარჩეს მისთვის აუტანელ სამსახურში, სახლში ან ქალაქში”.

 

 

 ისინი თავის უბედურებას ხელისუფლებას ან ეკონომიკურ სიტუაციას არ აბრალებენ

ამის ნაცვლად ისინი საკუთარ თავსა და  ქმედებებზე იღებენ პასუხისმგებლობას და სჯერათ, რომ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საკუთარ მომავალზე.

 

 

 ისინი ფოკუსირებუილნი არიან გრძელვადიან ფინანსურ მიზნებზე

იმის ნაცვლად, რომ ფული ”აკეთონ” და ხარჯონ, ისინი პოულობენ დროს, რათა შექმნან ფინანსური გეგმა, რომელიც გრძელვადიანი მიზნის მიღწევის საშუალებას მისცემს.

 

 

ისინი არ ფიქრობენ, რომ უკვე ყველაფერი იციან

 

 

ისინი სთავაზობენ მომსახურებას ან ქმნიან საგნებს, რომლებთაც აქვთ ღირებულება.

ისინი არ აწარმოებენ მხოლოდ იმ საგნების გადაყიდვას, რომლებიც სხვებმა გამოიგონეს.

 

 

 ისინი აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე ოფისში გამოჩენაა

ისინი ეძებენ გზებს, რომ კარიერულ კიბეზე მაღლა ავიდნენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფინანსურად წარმატებული ადამიანების 44% სამსახურში მოსვლამდე სამი საათით ადრე იღვიძებს.

 

 

 ისინი აღტაცებულნი არიან რაიმეს შექმნის პროცესით

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რასაც ფული მოაქვს. ფული მათთვის ერთადერთი პრიორიტეტი არ არის.

 

ინფორმაციას ავრცელებს bpg.ge .  www.cluber.com.ua-ზე დაყრდნობით

 



(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016