ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი საზოგადოებისთვის სკანდალური და თამამი იმიჯით არის ცნობილი. თიკოსთვის ქართული სტერეოტიპების მსხვრევა ერთგვარი აზარტიცაა. ამის შესახებ ჟურნალ „რეიტინგთან“ საუბრობს:
„რეალურ შოუში მონაწილეობას მივიღებდი და ჩემი აზრით, ძალიან სკანდალური იქნებოდა. მიყვარს სიახლის გაკეთება ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობ ჩემი ცხოვრება ბევრი ქართველი გოგოს ცხოვრებისგან განსხვავდება. მგონია რომ ასეთი რეალური შოუ ბევრ სტერეოტიპს დაამსხვრევდა. ალბათ დღეს რაც უკვირს საზოგადოებას, ამის შემდეგ უფრო გულგრილად შეხედავდა. ვიღაც ყოველთვის არის ხოლმე სტერეოტიპების მსხვრევის მსხვერპლი, როგორც მაგალითად თინა მახარაძე ორალური სექსის შემთხვევაში, მე თავის დროზე შორტის, მერე თიელთან კოცნის შემდეგ... მას მერე კოცნა აღარ უკვირთ“
ტელეწამყვანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ზე გადაცემა „თბილისი ლაივით“ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.