5 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში თავდაცვის მდივანმა მიიღო.
ირაკლი ალასანია ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხებს. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ISAF- ის მისიაში და მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისათვის.
ჰეიგელმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა გააძლიეროს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი, რადგან ეს თავდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში დემოკრატიული პროგრესის კარგი მაგალითია.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული პროგრესი ხელს შეუწყობს ამ პროცესს. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შეთანხმდა, რომ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდ