reportiori.ge - გამოკვლეული იქნას, რომელი ქართველი "კონტრმზვერავი" რას აკეთებდა „ნაციონალთა" ხელისუფლების დროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გამოკვლეული იქნას, რომელი ქართველი "კონტრმზვერავი" რას აკეთებდა „ნაციონალთა" ხელისუფლების დროს
ავტორი:
19 მაისი, 2014. 19:58



საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანტიდემოკრატიული რეჟიმების ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის საკითხი ერთ-რთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხია.

 საქართველოს მოსახლეობას, ნაციონალური ხელისუფლების დამხობის შემდეგ, იმედი გაუჩნდა, რომ 8 წლის განმავლობაში მიმდინარე განუკითხაობის დროს ჩადენილი უმძიმესი ცოდვებისათვის ნაციონალთა მსახურ ჩინოვნიკებს პასუხი მოეკითხებოდათ და თემიდა სამართლიანობის აღდგენას იზეიმებდა, მაგრამ მოლოდინი ჯერ-ჯერობით არ გამართლდა.

საქართველო, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ალბათ, გამონაკლისი არ არის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამხობილა ანტიხალხური რეჟიმები და დემოკრატიულ მმართველობაზე გადასულან. სამართლიანობის აღდგენის პრობლემის გადაწყვეტა თავის დროზე მოუწიათ იმ ქვეყნებს, რომლებშიც ავტორიტარულ-ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმები ბატონობდნენ გერმანიასა და იტალიას (ფაშიზმი), ესპანეთს (ფალანგიზმ-ფრანკიზმი), საბერძნეთს (შავი პოლკოვნიკების სამხედრო დიქტატურა), ჩილეს (პინოჩეტის სამხედრო ხუნტა), პორტუგალია (სალაზარის პროფაშისტური რეჟიმი), აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებს პოლონეთს, ჩეხეთს და ..

 სამართლიანობის აღდგენის პროცესი ითვალისწინებს ანტიდემოკრატიული რეჟიმის მსხვერპლთა საქმეების გადასინჯვას და ხელახალ გამოძიებას, სიმართლის დადგენას, უსამართლობაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას, მათ დასჯას და, საბოლოოდ, რეპრესირებულთა რეაბილიტაციას. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი სისტემის რადიკალურ ტრანსფორმაციასთან, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამ სისტემის მოხელეები უშუალოდ არღვევდნენ არა მარტო კანონიერებას, არამედ მორალურ-ზნეობრივ ნორმებს.

 საინტერესოა სამართლიანობის აღდგენის უცხოური გამოცდილება:

 სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი პოლიტიკური გამოცდილების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წარსულის მძიმე შედეგების გამოსწორება და დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა ერთმანეთის მსგავსი მეთოდებით მოხდა, თუმცა, რასაკვირველია, მათ შორის განსხვავებაც შესამჩნევია:

    ა) ანტიდემოკრატიული პოლიტიკური პარტიების აკრძალვით და მკაცრი პოლიტიკური წმენდების განხორციელებით, სამართალდამცველი და მართლმსაჯულების ორგანოთა რეორგანიზაციით (დენაციფიკაცია და დეფაშიზაცია გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში...); 

    ბ) ლუსტრაციით (მაგალითად, ჩეხეთში მიღებული კანონით, თუ ადამიანის უფლებათა დამრღვევი სამართალდამცველები პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები სასამართლოების მიერ რეპრესირებულთა საქმეების გადახედვის შემდეგ ჩადენილ შეცდომებს საჯაროდ მოინანიებდნენ, მათ სამსახურის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ, თუმცა ყველას არა: მნიშვნელობა ჰქონდა ჩადენილი შეცდომის სიმძიმეს და იმას, იჩივლებდა თუ არა რეპრესირებული მოქალაქე. თითქმის იგივე მეთოდით განხორციელდა სამართლიანობის აღდგენა პოლონეთში სამართალდამცველი ორგანოების (სახელმწიფო უშიშროებისა და კონტრდაზვერვის ჩათვლით) ჩინოვნიკებს შეეძლოთ სამსახური გაეგრძელებინათ, მათ მიმართ სამართლებრივი დევნა არ განხორციელდებოდა, მაგრამ თუ ვინმე დამალავდა ჩადენილ უკანონობას და მისი საქმენი საგმირონი სასამართლოზე მაინც გამჟღავნდებოდა, მაშინ პროკურორ-გამომძიებელთა ბედი სპეციალურ ლუსტრაციულ სასამართლოს გადაეცემოდა და ვაი, მას....

    გ) დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთობლივი შეთანხმებით, რაც გულისხმობდა საზოგადოებრივ (ეროვნულ) შერიგებას, შეცდომათა მიტევებას (მაგალითად, ესპანეთში ფრანცისკო ფრანკოს რეჟიმის დამხობის შემდეგ ხელი მოეწერა მონკლოას პაქტს, მიიღეს კანონებიხსოვნისა და ამნისტიის შესახებ, გააუქმეს წინა ხელისუფლების მიერ გამოტანილი სასამართლო განაჩენებირასაკვირველია, ზოგიერთი ოდიოზური ბობოლა ფრანკისტი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და დააპატიმრეს, მაგრამ ბევრი სახელმწიფო მოხელე, მათ შორის მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვის სისტემის მოსამსახურეები, საჯარო მონანიების შემდეგ, თავიანთ ადგილებზე დატოვეს (თუ, რასაკვირველია, მათ მძიმე დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი); 

    დ) საგანგებო უფლების მქონე სპეციალური სახელმწიფო კომისიების შექმნით, რომელთა მიზანი იყო პოლიტიკური ძალადობისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა. თუ კომისია გამოავლენდა ამა თუ იმ სახელმწიფო ლიდერისა და მისი ახლო გარემოცვის დანაშაულის ნიშნებს, მისი საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. სახელმწიფო მოსამსახურეებს ვადა მისცეს მოენანიებინათ ჩადენილი შეცდომები. თუ ისინი დამალავდნენ ანტიდემოკრატიული რეჟიმის სამსახურის პერიოდში ჩადენილ საკუთარ უკანონო ქმედებას, მაგრამ ეს გამჟღავნდებოდა, ამ შემთხვევაში მათ მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი დევნა იწყებოდა. ასე მოხდა ჩილეში და არგენტინაში.

დაახლოებით იგივე მეთოდით ხდებოდა სამართლიანობის აღდგენა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის რეჟიმის დამხობის შემდეგ შეიქმნა შემრგებელი, ანუსიმართლის კომისიები, რომლებიც სწავლობენ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და სახელმწიფოს რეპრესიული ორგანოების მოქმედებას ტოტალიტარული ხელისუფლების დროს.

როგორც ვხედავთ, უცხოეთში შეწყალება და პატიება საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა, მაგრამ რა უნდა ექნათ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთ, მათ ოჯახებსა და შთამომავლებს? რა უნდა ექნათ სასამართლო შეცდომის მსხვერპლთ?

ამ შემთხვევაში სახელმწიფო იწყებდა ფართო რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც გულისხმობდა საქმეების გადახედვას, მათში არსებული სამხილების ნამდვილობის შემოწმებას, ექსპერტიზას, ბოლოს კი სასამართლოს მიერ სახელისა და ღირსების საჯაროდ დაბრუნებას, მორალურ-ზნეობრივ და საკმაოდ მოზრდილ ფულად (ფინანსურ) კომპენსაციას. ამგვარი მიდგომით უდანაშაულოდ დასჯილები და შემდგომ რეაბილიტირებულები გარკვეულწილად იქნენ დაკმაყოფილებულნი და მათ მიმართ უსამართლოდ მიყენებული ტკივილი მეტ-ნაკლებად განეიტრალდა. ქართული თემიდა ბარიერი სამართლიანობის აღდგენისათვის?!

 "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რის საფუძველზე ათასობით მსჯავრდებული, განსაკუთრებით კი უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ეს კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ამნისტირებული პირების სამართლებრივი და პოლიტიკური სტატუსი გაურკვეველია ისინი ჯერ-ჯერობით ჰაერში არიან გამოკიდებულნი, რადგან აუცილებელია სამართლიანობის რეალური აღდგენის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ანუ უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, უნდა დაიწყოს გახმაურებული საქმეების ხელახალი გამოძიება პროკურატურის მიერ, უნდა გამოვლინდეს დაშვებული შეცდომები, უნდა მოიხსნას ცრუ ბრალდებები და შესაბამისი დასკვნები სასამართლოებს უნდა გადაეცეს, რადგან სწორედ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს მათი უდანაშაულობა. ბოლოს კი უნდა მოხდეს პოლიტიკურ-იურიდიული რეაბილიტაცია სახელმწიფოს სახელით. დღეს, როცა უკვე ხელისუფლების შეცვლიდან ნახევარ წელზე მეტია გასული, ურემი ისევ იქ დგას უსამართლობისა და მძიმე მემკვიდრეობის აღმოფხვრის პროცესი ბუქსაობს და ხშირ შემთხვევებში შეჩერებულია.

საინტერესოა, რატომ ვერ ცვლის კანონს პარლამენტი, რა უშლის ხელს იურიდიული ნორმის ცვლილებას, რა ქვედინებები და უხილავი ბარიერებია, რომელი უწყება იცავს თავისი მუნდირის ღირსებას?

გაჩნდა არც თუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ხელისუფლება რატომღაც განგებ აყოვნებსნაციონალური მართლმსაჯულების მიერ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას. მართლაცდა, თუ საქმის გადახედვის შემდეგ რეპრესირებულთა უდანაშაულობა დადგინდება, ბევრ დღევანდელ სამართალდამცველს პასუხისმგებლობა მოუწევს ეს ეხება როგორც სასამართლო სისტემაში მომუშავეთ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით ყოფილი სოდ-ის, კუდ-ის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მუშაკებს, რომლებიც საქმეებს კერავდნენ (გავიხსენოთ გახმაურებული დაჭერები და ყალბი ბრალდებებით აღძრული საქმეები, მათ შორის ამ სტრიქონების ავტორის-სიმონ კილაძის საქმე, ასევე,  ვახტანგ მაისაიას საქმე, ენვერის საქმე, ფოტოგრაფების საქმე და მრავალი სხვა).

სამართლიანობის კლასიკური აღდგენის პირობებში ის გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები პოლიტპატიმრების ამნისტიის შემდეგ საჯაროდ უნდა გამოსულიყვნენ და ან მათ მიერვე შეკერილ-შეთითხნილი ბრალდებები და გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები უნდა დაეცვათ, უნდა განეცხადებინათ და დაესაბუთებინათ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული პირები ნამდვილად დამნაშავეები არიან და მათ მიმართ ამნისტია არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ანდა მოენანიებინათ გამოძიების დროს დაშვებული შეცდომები და თანამდებობიდან გადამდგარიყვნენ.

განა ბოლო წლების საქართველოში რომელიმე მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი გვინახავს, რომ გამოსულიყოს, საჯაროდ ეღიარებინოს შეცდომა, პატიება ეთხოვოს და გადადგომა გამოეცხადებინოს?

ასეთი ფაქტები საქართველოს უახლეს ისტორიაში არ არსებობს ან იშვიათია. მუნდირის გაყალბებული ღირსება აშკარაა, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობის მქონე ადამიანისათვიშეცდომის აღიარება საკმაოდ რთულია. ეს გასაგებიცაა, რადგან ამ დროს დღის წესრიგში დგება მისი პროფესიონალიზმი, განათლების დონე, სახელი, ავტორიტეტი და ღირსება...

დასავლეთის ქვეყნებში სამართალდამცველი ორგანოებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება დემოკრატიული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს. ჯერ კიდევ 1894 წელს, როცა ფრანგულმა თემიდამ გენერალური შტაბის ოფიცერი ალფრედ დრეიფუსი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრა, გაასამართლა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაშინაც კი, 100-ზემეტი წლის წინათ, ფრანგ სამართალდამცველებს, სამხედრო პირებსა და პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე ეყოთ იმის გამბედაობა, რომმუნდირის ღირსებაშეენარჩუნებინათ და დაშვებული შეცდომა ეღიარებინათ: 1906 წელს დრეიფუსი გაამართლეს და სრულიად უდანაშაულოდ სცნეს; მას მოეხსნა ყველანაირი ბრალდება, საჯაროდ ბოდიში მოუხადეს, არმიაში აღადგინეს და საპატიო ლეგიონის ორდენითაც დააჯილდოვეს. დღეს თითქოსდა ანაქრონული გამოთქმამუნდირის ღირსებაგანზოგადებულ ცნებად მიჩნეული და თითქმის ყველა დარგის მუშაკების ქცევის წესებს უკავშირდება.

თუმცა მასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად მაინც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები იგულისხმებიან. სამწუხაროდ, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს რეალობა ჯერჯერობით ნამდვილად არ გვიტოვებს იმის იმედს, რომ ვინმე მაღალი თანამდებობის პირი ჩადენილ გადაცდომას აღიარებს და მოტივით თანამდებობიდან გადადგება. პროკურორი და მოსამართლე ნაციონალთა სისტემის მსხვერპლი?

დღეს ძალიან ხშირად გვესმის, რომ წინა ხელისუფლების დროს სამართალ დამცველებიც წნეხს განიცდიდნენ, მათ უკანონობის ჩადენას აიძულებდნენ, ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან და ამიტომ შეცდომები უნდა ვაპატიოთო... ანუ პროკურორები, მოსამართლეები და გამომძიებლები თურმე სისტემის მსხვერპლნი ყოფილან და მათ უნდა ეპატიოთ ჩადენილი უკანონობანი.

ამგვარი მსჯელობა და შეფასება დაუშვებელია. ისინი ვერანაირად ვერ იქნებოდნენ სისტემის მსხვერპლნი, რადგან:

    პირველი თვითონ წარმოადგენდნენ რეპრესიულ-პენიტენციარული სისტემის აქტიურ სუბიექტებს, სწორედ ქვედა რგოლში იკერებოდა საქმეები გამომძიებელ-პროკურორთა ხელით;

    მეორე მათ, როგორც იურისტებმა, მშვენივრად იცოდნენ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში დაისჯებოდნენ, მაგრამ მაინც შეგნებულად სჩადიოდნენ უსამართლობას და მორჩილად ასრულებდნენ ხელმძღვანელთა ზეპირ უკანონო მითითებებს;

    მესამე მათ ჰქონდათ ალტერნატივა, შეეძლოთ პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგომა, რათა თავი აერიდებინათ უკანონო ბრძანებების შესრულებისათვის, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ? იმიტომ, რომ ვერ მიატოვეს კარგი ხელფასი, კარგი პრემიები, შეღავათები... აბა, რა, ოჯახს ულუკმაპუროდ ხომ არ დავტოვებდით. ბევრი მათგანი, ალბათ, დღესაც ასე ფიქრობს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი უტიფრად აცხადებს, რომ ისინი არიან სისტემის მსხვერპლი!

ჰოდა, სწორედ ასეთი აზროვნების გამო არიან ისინი დასასჯელები, რადგან მათი გამოისობით უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრება უმწარდებოდათ და ენგრეოდათ. როცა ასეთი გამომძიებელი-პროკურორი-მოსამართლე კვლავ თანამდებობაზეა, თანაც კვლავ უტიფრად იქცევა, ასეთ შემთხვევაში ყოფილ რეპრესირებულებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ეჭვი იპყრობს იმსახურებენ კი ისინი მიტევება-პატიებას?

ვინაა სისტემის მსხვერპლი საპყრობლეებში ცრუ ბრალდებებით გამომწყვდეული ადამიანები თუ ისინი, რომელთა გამო რეპრესირებულებმა უდიდესი სულიერი ტრამვა მიიღეს, მატერიალურ ზარალზე რომ არაფერი ვთქვათ?

ცნობილი გახდა კურიოზული ფაქტი, რომ ნაციონალთა მმართველობის დროს ლაფანყურის საზარელი ოპერაციის დამგეგმავი მაღალი დონის ჩინოვნიკი, ვინმე ვალერი ზუმბაძე დღეს, ქართული ოცნების მმართველობის დროს, იმავე ოპერაციაში დაშვებული უკანონო ქმედებების გამოძიებას ხელმძღვანელობს... სასაცილოა, სატირლი რომ არ იყოს... სამართლიანობის აღდგენის პრინციპი მოითხოვს, რომ ვალერი ზუმბაძეები და სხვა მრავალი მსგავსი პიროვნებები სამინისტროდან უნდა გააძევონ. ამას არჭირდება უმაღლესი მათემატიკა უნდა მოეწყოს მა ლუსტრაცია და გამოკვლეული ქნას, რომელი ქართველი "კონტრმზვერავი" რას აკეთებდა ნაციონალთა" ხელისუფლების დროს, ანუ მათი საქმენი საგმირონი" უნდა გამომზეურდეს.

სამწუხაროდ, დღეს არავის აღარ უკვირს, რომ რომელიმე ადამიანის მიმართ ცრუ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი, რომელმაც, ზემოდან მითითებით, დაკავებულის მიმართ ყალბი მტკიცებულებები შეკრიბა, მას არჩადენილი დანაშაულის აღიარება აიძულა, აღიარების ტექსტი დაუწერა და ვიდეოკამერის წინ წააკითხა, დღეს უკვე დაწინაურებულია, ახალ თანამდებობას ეჩვევა და ალბათ, კვლავ დაუდგენელი ქვეყნის ჯაშუშების დაჭერის გეგმებს ადგენს. ამას ვუწოდებთ სამართლიანობის აღდგენას?

კიდევ ერთი ფაქტი: ჯერ-ჯერობით თანამდებობებზე ბევრი ისეთი მოსამართლე მუშაობს, რომლებიც ნაციონალთა კადრებად მოიაზრებიან, რომლებმაც ბევრი უსამართლო განაჩენი გამოიტანეს და დღესაც კბილებით იცავენ ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ სურთ უსამართლოდ რეპრესირებულების სტატუსის შეცვლა. რეაბილიტაცია და კომპენსაცია განუხორციელებელი ქართული ოცნებაა. აშკარაა, რომ უკანონოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი ახალი სამართლებრივი ნორმებით უზრუნველყოფას მოითხოვს.

საქართველოში რეაბილიტაციის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28- თავის 219-228 მუხლები, თუმცა მათი დისპოზიცია არასრულია. გარდა ამისა, საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში პოლიტიკური მოტივით რეპრესირებულთა რეაბილიტაცია ფაქტიურად არ მომხდარა, შესაბამისად, ზემოხსენებული მუხლები მკვდრადშობილ ნორმებს წარმოადგენს.

ალბათ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციისათვის სპეციალური კანონი თუ არა, რაიმე განსაკუთრებული სამართლებრივი აქტი მაინცაა მისაღები, განსაკუთრებით ეს ეხება ნაციონალთა ხელისუფლების დროს დაშვებული რეპრესიების მსხვერპლთ.

პროკურატურაში უამრავი საჩივარი და თხოვნაა შეტანილი საქმეების ხელახლა გამოძიების შესახებ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, მათ უკვე მტვერი დაედოთ და სადღაც უმოძრაოდ თაროებზე დევს. სამართლიანობის აღსადგენად წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონია შესაცვლელიო, აცხადებენ პროკურატურაში.

როგორი პრინციპით უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ჯერ ვერ გავარკვიეთო, ამბობენ იუსტიციის სამინისტროში.

პრინციპები რომც შემუშავდეს, სამართლიანობის აღდგენის შემდეგ მოთხოვნილ კომპენსაციას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა, ამიტომაც კანონს ვერ შევცვლითო, ამტკიცებენ პარლამენტში.

ამას წინათ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ მეტი რაღა გინდათ, პოლიტპატიმრები ხომ გამოვუშვით ციხიდან, განა ეს სამართლიანობის აღდგენა არ არისო? კი, გამოუშვით და სამართლიანობის აღდგენის გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ საქმე ბოლომდე ხომ უნდა მიიყვანოთ? ახლა ის გამოშვებული ხალხი ჭეშმარიტების დადგენას ელოდება: პროკურატურის მიერ საქმეების გადახედვას, სასამართლოებში გადაგზავნას და მოსამართლეთა გადაწყვეტილებას...

ნახევრად გაკეთებული საქმე რომ კარგის მომტანი არაა, ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, მაგრამ მაინც ჯიუტად არ ცვლის კანონს. რაც შეეხება კანონმდებლებისა და აღმასრულებლების მტკიცებას, ბიუჯეტი არ ეყოფა კომპენსაციების გადახდასო, აქ ყოფილი პატიმრების მხრიდან იმდენად ქონების ან თანხის ანაზღაურებაზე არაა საუბარი, რამდენადაც პრინციპის დაკანონებაზე: არავინ ითხოვს კომპენსაციის მიღებას დაუყონებლივ, მთავარია კანონში დაფიქსირდეს კომპენსაციის საფუძველი, გადახდის წესი და ვადები. ბოლოს და ბოლოს, თუ ადამიანს სასამართლო იმ ბრალდებას მოუხსნის, რომელიც ნაციონალური თემიდის მსახურებმა ხელოვნურად შეუდგინეს, მაშინ კომპენსაციის მიღება წლების განმავლობაში ნელ-ნელაც შეიძლება.

დასკვნები: ფაქტია, რომ საქართველოს მმართველმა კოალიციამ სამართლიანობის აღდგენის საკითხში ამომრჩეველისადმი წინასაარჩევნოდ მიცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირება ვერ ან არ შეასრულა და ათასობით ადამიანი იმედგაცრუებული დატოვა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ამ პრობლემის მიმართ ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდება. აშკარაა, რომ ეს პრობლემა ხელისუფლებამ ამნისტიის გზით ნაწილობრივ მოგვარებულად ჩათვალა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მას აღარ დაუბრუნდება. ასეთი სიტუაციის ჩამოყალიბებაში, ალბათ,  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გარედან ნაკარნახევი და შიგნიდან მოწონებული კოჰაბიტაციის პრინციპის დამახინჯებულმა დანერგვამ, რომელიც ნაციონალების მიერ ჩადენილი დანაშაულებების მიჩქმალვასა და მათ დავიწყებას ემსახურება.

საბოლოო ჯამში, თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა დამყარებული არ იქნება დემოკრატიული კანონის უზენაესობაზე, თუ დაცული არ იქნება ბალანსი სახელმწიფოს, საზოგადოებისა და პიროვნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს  შორის; თუ სახელმწიფო, საზოგადოება და პიროვნება ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებელი არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ იგივე ხელისუფლებას მივიღებთ, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდით. გულშემატკივრის პოზიციიდან მინდა "ქართულ ოცნებას" ვუთხრა: როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, ასეთ შემთხვევაში ამომრჩევლის და საერთოდ, მოქალაქეთა რეაგირებას მმართველი პარტიის შეცდომებზე შეიძლება ხელისუფლების პოლიტიკური სიკვდილი მოჰყვეს. ეს ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გააცნობიეროს.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016