reportiori.ge - "ნაციონალური მოძრაობა" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემას აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:38
სამართალი
"ნაციონალური მოძრაობა" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემას აქვეყნებს
ავტორი:
22 აგვისტო, 2013. 13:27

აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით, ციხეები კრიმინალური ავტორიტეტებისა და ქურდების მიერ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით იმართება. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის კონკრეტული სქემა წარუდგინა.

„სქემაში ნათლად ჩანს  თუ როგორ ხდება კრიმინალური ავტორიტეტების და ქურდების მხრიდან   ციხეების მართვა, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან შეთამხმებით. ეს არის „ობობის ქსელი" რომელიც დამკვიდრებულია პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რაც იწვევს მთელ ქვეყანაში კრიმინალის ზრდას."-  აცხადებს მინაშვილი.  

 სქემის მიხედვით, მთავარი მოქმედი პირი არის ტარიელ ფოცხვერია, კანონიერი ქურდი, მეტსახელად-„ტარასა."

„სოზარ სუბართან შეთანხმებით, მასთან ხდება სხვადასხვა კრიმინალური ავტორიტეტების დაბარება სამედიცინო დაწესებულებაში სადაც იგი აძლევს მითითებებს."- აღნიშნავენ „ნაციონალურ მოძრაობაში."

ნაციონალების" სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე "ხალვა", ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი. 
ქსნის ციხეში, "ნაციონალების" ცნობით, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი. 
ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე "მაისა". 
გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი "აკონტროლებს", ხოლო რუსთავის #6 დაწესებულებას მირიანა იგივე "ჟინვალა". 
რუსთავის #17 დაწესებულებას კი, "ნაციონალების" ინფორმაციით, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული. 
გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები კი, ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე იგივე "პრაკოლა" არიან, ეს უკანასკნელი კი, "ნაციონალების" ინფორმაციის თანახმად, გაერო-ს თანამშრომლის მარია ბრილსკას მკვლელობისთვის არის გასამართლებული.  

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016