reportiori.ge - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ევროინტეგრაციის შესახებ სიუჟეტები ხუთ ენაზე მომზადდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:05
მედია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ევროინტეგრაციის შესახებ სიუჟეტები ხუთ ენაზე მომზადდება
ავტორი: ანა ნოდია
21 მაისი, 2014. 13:31


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის  ინიციატივით, საზოგადოებრივი მაუწყებელი და დიალოგისა და განვითარების ფონდი ერთობლივად მოამზადებენ სიუჟეტებს  ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ. პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროპული არჩევნის, ევროინტეგრაციის პროცესისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს.  

 

საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის შეხვედრაზე მიიღეს. სოფიო შამანიდის განცხადებით, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ, ყურადღებას სწორედ ამ მიმართულებით ამახვილებენ.  

 

განსაკუთრებით მწირია ინფორმირებულობა საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად არიან დასახლებული. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით საზოგადოებრივი მაუწყებელი და დიალოგებისა და განვითარების ფონდი სპეციალურ სიუჟეტებს მოამზადებენ, რომლებიც ზოგადად ევროპულ ფასეულობებს, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და იმას შეეხება, თუ რა სიკეთეს მოუტანს ხელშეკრულების ხელმოწერა ამ კონკრეტულ რეგიონს", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ სიუჟეტებს უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მეშვეობით ვიხილავთ.

 

საინფორმაციო გადაცემამოამბე" საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით ხუთ ენაზე ითარგმნება. რეგიონულ მაუწყებლებში ჩვენ ვყიდულობთ საეთერო დროს და ვუშვებთ ჩვენს პროდუქციას. აღნიშნული სიუჟეტები ამ კონკრეტული ფორმატით კვირაში სამჯერ გავა", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

 

სპეციალური სიუჟეტები ზემოთ ხსენებულ თემებზე აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე მომზადდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016