მიუხედავად იმისა, რომ დრო აბსტრაქტულია და არაა მატერიალური. ადამიანების ინტერესი მისი მიმართ უდიდესია,ადამიანები ცდილობენ გაზომონ იგი და შეიძლება ითქვას სურთ დაიმორჩილონ ამის დასტური ალბათ ისაა, რომ მათ დრო ერთ პატარა მექანიზმში მოათავსეს ,რომელსაც საათი უწოდეს.პირველი საათი, რომელიც ადამიანებმა შექმნეს იყო მზის საათი,მიწაში ჩარჭობილი ჯოხი,რომელსაც გარშემო დროის ასათვლელი ციფერბლატი ჰქონდა დახატული,თუმცა მისი სიმარტივიდან გამომდინარე ცუდი ამინდი ასევე მარტივად ანადგურებდა.
თუმცა კაცობრიობა არ დანებებულა და ოთხი ათასი წლის წინ გამოიგონა წყლის საათი,რომელსაც კლეპსიდრი უწოდეს მის გამომგონებლად კი პლატონი ითვლება.
შემდეგი იყო ქვიშის საათი, რომელიც არ გამოდგა იდეალური დროის გასაზომად.მას ძირითადად ექიმები და მეზღვაურები იყენებდნენ.
შემდგომ პერიოდში ტექნკის განვითარებასთან ერთად მესაათეობაც განვითარდა,მაგრამ როგორც ცნობილია პირველი საათები, რომელთა გადატანაც შეიძლებოდა 1500 წელს გაჩნდა.პირველი მექანიკური საათები ევროპაში მონასტრის კოშკურებზე გაჩნდა,მხოლოდ ერთი ისრითა და მასიური გირებით.მე-19 საუკუნემ კი უკვე ახალი, თანამედროვე, მაჯის საათებიც მოიტანა ,რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი ,კაცები კი გულის ჯიბეზე ჯაჭვით დამაგრებულ საათს იყენებდნენ.ზოგიერთი ქალაქისთვის ნიშაც კი გახდა საათი და მას მრავალი ქვეყნის ქუჩებში, სკვერებსა თუ შენობა-ნაგებობეზე შევხვდებით.დღეს მსოფლიოში საათის მწარმოებელი ბრენდებია: swatch-ი tissot-ი calvin kleini-ი rado სხვა უამრავი,რომლებიც უზომო პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიოს მარავალ ქვენაში.