reportiori.ge - რა აკავშირებს ლალი მოროშკინას ახალაიებთან და რა ფარული ჩანაწერი გადასცა მან ბაჩო ახალაიას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:57
პრეს-დაიჯესტი
რა აკავშირებს ლალი მოროშკინას ახალაიებთან და რა ფარული ჩანაწერი გადასცა მან ბაჩო ახალაიას?
ავტორი:
20 მაისი, 2014. 21:21


ადგილობრივ არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. თუმცა ეს არც დედაქალაქში იგრძნობა და არც ქვეყანაში. საზოგადოების ინტერესი იმ ინტრიგებისა და სკანდალების მიმართ უფრო მეტია, რომელიც დროდადრო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტთა გარკვეული წრის მიერ ვრცელდება, ვიდრე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატების მიმართ.



სკანდალი ცოტა ხნის წინ, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მარინა მიზანდარის მიერ დაწყებული საყდრისის თემით დაიწყო და  დავით კოდუას სასტიკი ცემით გაგრძელდა. მომხდარიდან მეორე დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. სკანდალებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო.  ცოტა ხანში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნინო შუბლაძეც გადადგა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამდებობა თავისი ოჯახის გადასარჩენად დატოვა, რადგანაც მის მეუღლეს, ალექსანდრე ფარულავას სამართალდამცავებთან საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს. თუმცა შუბლაძის ეს გადაწყვეტილება ბევრმა გააპროტესტა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ცნობილმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა ნინო შუბლაძე ბრძოლის ველიდან გაქცეულ ჯარისკაცს შეადარა. შუბლაძის თემა „გაცივებულიც" არ იყო, რომ ახალი და ბევრად სერიოზული სკანდალი, ამ საქმის ყველაზე ცნობილმა დიდოსტატმა, ლალი მოროშკინამ წამოიწყო.


ლალი მოროშკინამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა.


ამის შესახებ მოროშკინამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დივერსიული მუშაობა ტექნიკური საშუალებების და არაიდენტიფიცირებული სოციალური ქსელების მომხმარებლების გამოყენებით. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოება! იმისათვის, რომ ჩემი ნათქვამი არ იყოს უსაფუძვლო, გთავაზობთ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის 2012 წლის 15 ნოემბრის ბრიფინგის ამონარიდს, ჩემს მიერ დასახელებული ზონდერების საქმეზე:

 

„დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ" (ამონარიდი გ. ყავლაშვილის საქმიდან)" - წერს მოროშკინა. მოროშკინამ ბრალი საჯაროდ დასდო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს დიმიტრი დარბაისელს, რომ მან თანამდებობაზე ყოფნისას უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინა, რომ მან უხელმძღვანელა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გამოყვანას, რომ ის მერაბიშვილს „ებლატავა", რადგანაც დარბაისელი მერაბიშვილზე ნაწყენი იყო, რადგან ის მერაბიშვილმა 2005 წელს პოლიციიდან ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით გაათავისუფლაო, - აცხადებს ლალი მაროშკინა.

 

გუშინ კი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩევლის, ლალი მოროშკინას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში სიტუაციის არევას ცდილობს.


„ოთხი თვეა, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შემოვიდნენ კადრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" ერთგული წევრები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც მძიმე სამუშაოს უწევენ იმ ქვეყანას, რომელიც მათი სამშობლო არ არის (ვინაიდან ზონდერს სამშობლო არ გააჩნია!).

სწორედ ეს იყო „ნაციონალების" გათვლა. მე ვამბობდი, რომ ისინი ეცდებოდნენ ხელისუფლების რომელიმე შტოში მოკალათებას, რათა იქედან სიტუაცია აერიათ. ამ დროისთვის, „ნაციონალები" ქვეყანაში სიტუაციის არევას, სწორედ  ციხეებიდან ცდილობენ!" - განაცხადა ლალი მოროშკინამ პრესკონფერენციაზე.


მოკლედ, მოროშკინას მიერ მოწოდებულ ინფორმაციებში სრული ქაოსია. ის ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც თითქოს 21 ათას ლარზე მეტი პრემია გამოეწერა, არის ზონდერი და ის ხალხის დარბევაში მონაწილეობდაო. მან ამ პიროვნების ფოტოც კი დადო „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ მოროშკინა ურცხვად ტყუის. რადგან ზურაბ დიდიძე, რომლის ფოტოსურათიც ლალი მოროშკინამ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოამზეურა, არც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას და არც მას შემდეგ დარბევებში არ მონაწილეობდა, რადგანაც მის სამსახურს, პოლიციასთან კავშირი არასდროს ჰქონია. მოკლედ, ლალი მოროშკინამ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარა და თავისი შვილისტოლა ბიჭს ცილი დასწამა, - პოლიციაში მუშაობდა და დარბაისელის ზონდერიაო. რატომ შეარჩია სამიზნედ დიდიძე, ეტყობა თვითონ უკეთ იცის.


ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს თუ ჩავუღრმავდებით, ბევრი რამ საეჭვოა. რა შედეგს მოუტანს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის სააშკარაოზე გამოტანა, რომელიც ლოგიკაში ვერ ჯდება. ამ ქაოსის ანალიზის გაკეთებაც კი შეუძლებელია, ვინაიდან ინფორმაციები ურთიერთგამომრიცხავი და ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამოა.


ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას,  რომლის მიხედვით, დიმიტრი დარბაისელი „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატებიც კი გამოეხმაურნენ. „ეს ვერსია უკვე არის წინააღმდეგობრივი მის გუშინდელ განცხადებასთან, მოროშკინა ამბობდა, რომ დიმიტრი დარბაისელი ნარკოტიკების მოხმარების გამო ვანო მერაბიშვილმა პოლიციიდან გაათავისუფლა და დარბაისელი მერაბიშვილზე ამიტომ იყო დაბოღმილიო. მანამდე დაპირისპირების ვერსიაზე საუბრობდა, ახლა ჩანერგილებზე საუბრობს. დარბაისელი თუ ჩანერგილი იყო, მაშინ ფარცხალაძეც ჩანერგილი გამოდის. მერე, ალბათ, ღარიბაშვილიც და, ბოლოს, ბიძინა ივანიშვილიც „ნაციონალურ მოძრაობაში" არის ჩანერგილი, ამ ვერსიაზე სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია," - აცხადებს ადვოკატი ოთარ კახიძე.


ჩნდება ლოგიკური კითხვა, ვინ არის ლალი მოროშკინა და ის თვითონ ხომ არ არის სასჯელაღსრულებაში „ჩანერგილი?"


ეს კითხვა რომ დავსვი, გონებაში ამომიტივტივდა ლალი მოროშკინასა და ძმებ ახალაიების ახლო დამოკიდებულება უახლოეს წარსულში. 2 წლის წინ კონტროლის პალატის ერთ-ერთ ყოფილ ჩინოვნიკთან ინტერვიუ ჩავწერე, სადაც ის საინტერესო დეტალს იხსენებს ახალაიებისა და ერთ-ერთი ინკოგნიტო ქალბატონის ახლო ურთიერთობის შესახებ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ყველა სიახლეში" ჩემი ხელმოწერით დაიბეჭდა.


„კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ჭოლაძემ შეამოწმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სადაც ასევე დარღვევები აღმოჩნდა. კონკრეტულად კი, წყლის ტარიფი 10-ჯერ იყო გაზრდილი, კუბური მეტრი - 36 თეთრი იყო, ბაჩო ახალაიას კი 4 ლარად ჰქონდა გაფორმებული. დარღვევა ყოველწლიურად 8 მილიონ ლარს აღწევდა. ჭოლაძემ ახალაიას ამ ფაქტის დამალვის სანაცვლოდ, დიდძალი თანხა მოსთხოვა. ახალაიები მიუვარდნენ ჭოლაძეს და აგინეს. თუმცა ჭოლაძე დაჟინებით ითხოვდა "კუთვნილ" ფულს. ამასობაში, ახალაიებმა ჭოლაძის ჩამოსაცილებლად ნაცად მეთოდს მიმართეს. მას ფარული კამერით აღჭურვილი საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონი მიუგზავნეს, რომელსაც ჭოლაძე დაჰპირდა, - დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაგნიშნავო. შემდეგ დაუწყო ფლირტაობა და კაბინეტშივე დაუპირა სექსუალური ურთიერთობის დამყარება. ესეც, რასაკვირველია, ახალაიების გეგმის ნაწილი იყო. ახალაიების მიგზავნილმა ქალბატონმა ყველაფერი ისე წარმართა, თითქოს ჭოლაძე მას ძალას ატანდა, ჩაიწერა ეს ყველაფერი და ახალაიებს გადასცა. ახალაიებმა ჭოლაძე დააშანტაჟეს - ან სასწრაფოდ გადადგები, ანდა ამ ჩანაწერს პრეზიდენტთან მივიტანთო. ბეჟუაშვილებმა ჭოლაძეს ვეღარ უშველეს და ამ ამბიდან ორ კვირაში თანამდებობიდან გადადგა".


როცა ეს ინტერვიუ ჩავწერე, მაშინ ჩემს რესპოდენტს ვკითხე, თუ ვინ იყო ჭოლაძესთან შეგზავნილი ქალბატონი. მან მითხრა, რომ ეს ლალი მოროშკინა გახლავთ, ეს მთელმა კონტროლის პალატამ იცის, რომ ლევან ჭოლაძე ლალი მოროშკინას მიერ მოწყობილ პროვოკაციას წამოეგო და თანამდებობა ახალაიებმა და მოროშკინამ დაატოვებინეს. "მე გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია დარჩეს ინკოგნიტოდ", - მთხოვა ჩემმა რესპოდენტმა.


მაგრამ ქალი, რომელიც ცდილობს, საზოგადოება თავის ბინძურ ხლართებში ჩაითრიოს, ნამდვილად არ იმსახურებს მასზე არსებული ინფორმაცია არ გავასაჯაროო, რადგანაც ეს ჩემი და ჩემი რესპოდენტის გარდა, სრულიად კონტროლის პალატის მთელს შემადგენლობას და ახალაიებთან დაახლოებულ ნაცელიტას სცოდნია. ასე, რომ ინფორმაცია, რომელიც ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა, თითქოსდა ბაჩო ახალაიას პატიმრობიდან 27 ივნისს გათავისუფლებენო, ხომ არ არის რაიმე კავშირში იმ მოსალოდნელ გადატრიალებასთან, რომელიც თურმე ციხიდან იგეგმება და რომელსაც ლალი მოროშკინა აანონსებს? ეს ფაქტი მახსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მეორე დღეს. იმჟამინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ერთი „კამაზი" დროშებითა და ტრიბუნებით რომ დატვირთეს - გამარჯვება ცხინვალიდან უნდა აღვნიშნოთ და ტრიბუნები და დროშები დაგვჭირდებაო.

ჰოდა, ნაციონალებსა და მათ ჩანერგილ ნასედკებს ხელში გამარჯვების დროშები არა, მაგრამ დროშის ტარი კი შერჩებათ, რადგან ნაციონალური ჯოჯოხეთი საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება.


 

(exclusivenews.ge, დარეჯან ლიპარტელიანი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016