23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ყოველი წლის 23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გასულ წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, წმინდა სვიმონ კანანელი სოხუმთან ახლოს, სოფელ კომანშია, დაკრძალული. ამდენად, ბუნებრივია, რომ მოციქულის მიმრქმელი ამ მხარის ზეიმი მის სახელს დაუკავშირდეს.
წმინდა სვიმონ კანანელის ხსენებასთან დაკავშირებით საზეიმო მსახურება აღევლინება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ხუთშაბათს ლოცვა დაიწყება 17:00 სთ-ზე, ხოლო წირვა პარასკევს - 10:00 სთ-ზე. მსახურებას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა აღასრულებს.
23 მაისს, 15:00 სთ-ზე კი საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.