reportiori.ge - „მეცხრე არხის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:23
საზოგადოება
„მეცხრე არხის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
22 აგვისტო, 2013. 23:00

ტელეკომპანია „მეცხრე არხის" დახურვის შემდეგ და პრემიერის დღევანდელი განცხადების გამო, სადაც მან არხის თანამშრომლები მწვავედ გააკრიტიკა, აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტები საპასუხო განცხადებას ავრცელებენ რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

„მეცხრე არხის თანამშრომლების განცხადება:

ტელეკომპანიის დახურვასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „მეცხრე არხის" თანამშრომლები საჭიროდ მივიჩნევთ, გავავრცელოთ ერთობლივი განცხადება. 
ტელეკომპანია ,,მეცხრე არხმა" საქმიანობა 2012 წლის 30 აპრილს, ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში განაახლა. „მეცხრე არხზე" იყო სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ყველა ჩვენგანისთვის ქმნიდა მოტივაციას, მეტი პროფესიონალიზმით და თამამად ეთქვა სათქმელი. არ ყოფილა თემა, რომლის გაშუქებისგანაც არხის საინფორმაციო სამსახურმა, კონიუქტურული მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა.
არხის მფლობელის, პრემიერ-მინისტრის ოჯახის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გაგებით შეხვდა. მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, არხის საინფორმაციო სამსახურმა მთავარ - 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საკუთარი გულისტკივილიც დელიკატურად გამოთქვა და არხის მფლობელს აქამდე გამოჩენილი თანადგომისთვის, სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტისთვის, მადლობაც გადაუხადა.
„მეცხრე არხის" ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ემიჯნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმულ შეფასებას ,,გამოყენების" შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ,,მეცხრე არხი" იყო თითოეული ჩვენგანის არჩევანი და ამავე დროს, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავს კერძო მედიასაშუალებაში მუშაობა.
რაც შეეხება არხის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს: საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა დიდ ნაწილს მრავალწლიანი გამოცდილება და მდიდარი ჟურნალისტური წარსული აქვს . მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც თანამშრომლობდნენსაერთაშორისო მედია საშუალებებთან:BBC - (ქეთი თუთბერიძე), RaiNews- (თამუნა ხურცია), Deutsche Welle- (დავით ახვლედიანი), France Press - (გიორგი ფოფხაძე), Voice of America (რუსუდან წერეთელი), CNN- (ლაშა ზარგინავა), National Geographic (გია ცინცაძე), New York Times (თამთა კაპანაძე) და ა. შ. არხის საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებიც წარსულში საქმიანობდნენ სხვადასხვა ქართულ ნაციონალურ არხზე და იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. თითოეულ მათგანს გავლილი აქვს ავტორიტეტული საერთაშორისო მედიაორგანიზაციების ტრენინგები და პრაქტიკული კურსები. 
პრემიერ-მინისტრს არაერთხელ აღუნიშნავს ,,მეცხრე არხის" ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. შესაბამისად,ჩვენთვის მოულოდნელი იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება. მიგვაჩნია,რომ პრემიერ-მინისტრს არ მიეწოდებოდა რეალური ინფორმაცია არხის რეიტინგისა და თანამშრომელთა განწყობის შესახებ. 
ორი დღის განმავლობაში ჩვენ, ,,მეცხრე არხის" თანამშრომლებმა, განსაკუთრებული თანადგომა ვიგრძენით ჩვენი მაყურებლისგან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. მაყურებლის ნდობა და სიტყვის თავისუფლება იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია.
მადლობა ჩვენს მაყურებელს!"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016