reportiori.ge - მაშველებმა ტურისტები გადაარჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:03
საზოგადოება
მაშველებმა ტურისტები გადაარჩინეს
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა და მესტიის მუნიციპალურმა სახანძრო და სამაშველო სამსახურმა მესტიის რაიონში წარმატებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

„ჩატინი"-ს მწვერვალის ფერდობზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე, ორმა ჩეხმა ტურისტმა გზის გაგრძელება ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო. ტურისტები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ს დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს.

საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები სამაშველო ოპერაციაში სპეციალური სამთო აღჭურვილობით დაუყოვნებლივ ჩაერთნენ. მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ტურისტებს რამდენიმე საათში მიაკვლიეს და უვნებლად ჩამოიყვანეს. ერთ-ერთი ტურისტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016