reportiori.ge - „საარქივო მოამბე“ მერაბ კოსტავას ფსიქიატრიული ექსპერტიზის საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:00
პრეს-დაიჯესტი
„საარქივო მოამბე“ მერაბ კოსტავას ფსიქიატრიული ექსპერტიზის საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს
ავტორი:
23 მაისი, 2014. 11:26



ჟურნალისაარქივო მოამბე" მერაბ კოსტავას დაპატიმრების გრიფითსაიდუმლოდოკუმენტებს აქვეყნებს.

 

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1977 წელს, მერაბ კოსტავა ფსიქიატრიული შემოწმებისთვის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გაგზავნეს

 

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში კოსტავა დახასიათებულია, როგორცკეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, ცოტა ჯიუტი [პიროვნება], რომლის გადარწმუნებაც რთულია. ალკოჰოლურ სასმელებს არ ეტანება“.

 

ფსიქიატრთა დასკვნაში ნათქვამია, რომკანონდარღვევის დროს ფსიქიკური აშლილობა არ შეინიშნებოდა, [კოსტავა] თავის ქმედებებზე პასუხისმგებელია, ამიტომ ის შეიძლება ჩაითვალოს შერაცხადად“.

 

აღსანიშნავია, რომ, როგორც გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, კოსტავამ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ალ. ინაურს, პატიმრობისას წერილიც მისწერა. ქართველი დისიდენტი წერილში ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნას აპროტესტებს:

 

რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად, უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა,“ - ნათქვამია წერილში.

 

 

 



(წყარო: Internet.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016