reportiori.ge - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:07
საზოგადოება
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 12:30

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. მძღოლებმა დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინ აქცია გამართეს. 
ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას განცხადებით, მძღოლები სამდღიანი მორიგეობის ნაცვლად ოთხდღიან მორიგეობაზე გადაჰყავთ. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელფასის შემცირებას იწვევს. 
"სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მძღოლებს საათობრივი ანაზღაურება აქვთ, ისინი საათში 4.40 ლარს იღებენ. ოთხდღიანი მორიგეობის შემთხვევაში, მათი ხელფასი საკმაოდ მცირდება", _ აღნიშნა ლავრენტი ალანიამ. 
მისივე განმარტებით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მძღოლებს ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელობა აჯარიმებს და ხელფასიდან თანხას აჭრის. 
აქციის მონაწილეები ხელმძღვანელობამ მოსალაპარაკებლად დაიბარა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016