reportiori.ge - ტელეფონის ნომრების სარეკლამო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:12
საზოგადოება
ტელეფონის ნომრების სარეკლამო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 12:41

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მობილური ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების სარეკლამო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში მოქმედი კომპანიები აქტიურად მიმართავენ პირდაპირ მარკეტინგს მოკლე ტექსტური (SMS) და ელექტრონული შეტყობინებების (E-mail) გაგზავნის გზით. ძირითადად, მობილური ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის მფლობელმა არ იცის, თუ როგორ მოხვდა მისი მონაცემები სარეკლამო და სავაჭრო კომპანიების ბაზაში. 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დანიშვნის დღიდან, არაერთმა მოქალაქემ მიმართა სარეკლამო შეტყობინებების კანონიერების თაობაზე.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ინსპექტორი მოქალაქეებს განუმარტავს მათ უფლებებს, ხოლო კომპანიებს მოუწოდებს, იმოქმედონ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და სთავაზობს კონსულტაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 
"კანონით პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ პერსონალური ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი) საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან არის მოპოვებული ან არსებობს მოქალაქის თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე. 
მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, აცნობოს მოქალაქეს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და შექმნას ამ უფლების განხორციელების ქმედითი მექანიზმები. მოქალაქის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მოთხოვნის მიღებიდან 10 დღეში.
ასევე, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, იცოდეს, თუ რა ინფორმაცია მუშავდება მის შესახებ და რა მიზნით, რა გზით შეგროვდა, ვისზე და რა საფუძვლით გაიცა მის შესახებ მონაცემები"
, - ნათქვამია განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016