ე.წ. აგიტატორებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს "ქართული ოცნების" ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, საარჩევნო უბნებიდან 20 მეტრის რადიურში აგიტაცია დაშვებული არ დაიშვება. "საარჩევნო უბნის კიბეებთან აღარ უნდა ვიხილოთ ამომრჩევეთა სიებით შეიარაღებული აგიტატორები. ამომრჩეველსკენჭისყრის უბანში შესვლამდე არ უნდა მოუწიოს სააგიტაციო კორიდორის გავლა. შესაბამისად, 20 მეტრის რადიუსში არ იქნება ნებადართული აგიტაცია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი მიმართულებიდან მიეცემათ საარჩევნო ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა და ქალბატონები იქნებიან თუ ვაჟბატონები, უფლება არ ექნებათ, კიბეებთან ჩამწკრივდნენ და სიებით შეიაღებულმა ხელში, ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინონ" , - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.