reportiori.ge - თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:41
მსოფლიო
თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება
24 მაისი, 2014. 00:50

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია  New Open World Corporation (NOWC)ის 2007 წლის პროექტშისამი შვიდიანისდღეს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში  თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრება დასახელდა.ეს საოცრებები  თავიანთი განსაკუთრებულობით ტოლს არ უდებენ ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებას. ახალი მსოფლიოს საოცრებეთა სია ასე გამოიყურება

 

 

1.ჩინეთის დიდი კედელი-ადგილობრივი მოსახლეობა კედელსჩინეთის სახელმწიფოს გამაერთიანებელ ძაფსუწოდებს. იგი აიგო ჩვ..აღ.-მდე 3- საუკუნეში, ყოვლისშემძლე იმპერატორის, ცინ ში-ხუანდის (პირველი ბატონი ცინთა დინასტიიდან) დროსკედელი არის დაახლოებით 4.000 მილის(6.400 კილომეტრის) სიგრძის და დაახლოებით 7.6 მეტრ სიმაღლის.

 

 

2.  კოლიზეუმი  –   კოლიზეუმი მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში,გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. . 75 – 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 , სიგანე 156 ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. 

 

 

3.მაჩუ-პიგჩუ  -ჩვენს დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით

 

 

4. პეტრა  – ეს გახლავთ თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე არსებული კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი, რომელსაც ხშირად მერვე საოცრებადაც მოიხსენიებენ. ეს უნიკალური ქალაქი არაბმა ხალხმა დაახლოვებით 2000 წლის წინათ გამოკვეთა და მას შემდეგ მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრის სტატუსი მიიღო.

 

 

5.  ქრისეტეს ქანდაკება –  მაცხოვრის ქანდაკება (პორტუგალიურად Cristo Redentor) ითვლება ქრისტიანობის და ასევე ქალაქ რიო დე ჟანეიროს სიმბოლოდ.ქანდაკება დამზადებულია რკინა-ბეტონით და საპნის ქვით რომელიც აღიმართა 1922-1931 წლებში.

 

 

6. თაჯმაჰალი –  თაჯ-მაჰალი ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1654 წლებში დაახ. 20 000 მუშის მიერ.თაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.მის აშენებას 23 წელი დასჭირდა.

 

 

7. ჩიჩენ-იცა   - ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, ახ.. VII საუკუნეში.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016