reportiori.ge - სვეტლანა გახარია-შარაძე მამა მიხეილ ბოტკოველს: უკვე სიცოცხლის დაღმართზე ხართ და იმ დაღმართის ბოლოს ასეთი ცოდვილი უნდა შეხვდეთ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:22
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სვეტლანა გახარია-შარაძე მამა მიხეილ ბოტკოველს: უკვე სიცოცხლის დაღმართზე ხართ და იმ დაღმართის ბოლოს ასეთი ცოდვილი უნდა შეხვდეთ?
25 მაისი, 2014. 16:30



გურამ შარაძის მეუღლე ქალბატონი სვეტლანა გახარია-შარაძე საპატრიარქოს პრეს-მდივანის მიხეილ ბოტკოველის ღია წერილს უძღვნის, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

 

ღია წერილი მიხეილ (მიხა) ბოტკოველს!

ბატონო მიხეილ (მიხა), თქვენი სახელი, სამწუხაროდ და სავალალოდ, ჰქვია ერთ კაცს, უფრო სწორად თუ ვიტყვით, არაკაცს, რომელმაც ჩვენი ოცდაათსაუკუნოვანი (თუ არა მეტის) ისტორიაში შეასრულა გაუგონარი როლი. ეცადა მიწასთან გაესწორებინა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ ზენაარის მადლით, საქართველო და ქართველი ერი ჯერ კიდევ ცოცხალია, არსებობს და კვლავაც იარსებებს უკუნითი უკუნისამდე.

მე თქვენ არ მოგმართავთ იმ რეგალიებით, რომელიც ბედის დაცინვით, გაგაჩნიათ საქართველოს საპატრიარქოში.

 

მკითხველს (და არა გადამკითხველს) უნდა მოვახსენო შემდეგი: 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის ქუჩაზე ორმა დაქირავებულმა მკვლელმა უამრავი ადამიანის თვალწინ საღამოს ცხრის თხუთმეტ წუთზე საჯარო ბიბლიოთეკიდან მომავალი დაღლილ-დაქანცული გურამ შარაძე სიცოცხლეს გამოასალმა.

 

იქამდე, თურმე, ხალხში ვრცელდებოდა ხმა, რომ გურამ შარაძე თავის მხარდამჭერებთან ერთად ფერიის მთიდან (აჭარა) აპირებდა თბილისში წმინდა სამების ტაძრამდე ფეხით წამოსვლას გზა და გზა შემოერთებული თანამოაზრეთა თანხლებით და პროტესტის ასე გამოხატვას ფერიის მთაზე დატრიალებული უმსგავსოების გამო.

 

მკვლელობის შემდეგ, ბატონო მიხეილ, თქვენ, როგორც საპატრიარქოსთავსერთ-ერთმა ჟურნალისტმა გკითხათ: “გურამ შარაძის და მისი მომხრეების მსვლელობა ფერიის მთიდან წმინდა სამების ტაძრამდე თუ იყო საპატრიარქოსთან შეთანხმებულიო”. თქვენ, რა თქმა უნდა, არ დააყოვნეთ და სრულიად უპასუხისმგებლოდ გაეცით ასეთი პასუხი: “გურამ შარაძე უკვე ერთი წელიწადია, რაც საპატრიარქოში არ ყოფილაო”. ეს არის უნამუსო ტყუილითქვენ უნდა შეგრცხვეთ და ღმერთის შეგეშინდეთ კიდეც, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვითომ ქართული ეკლესიის მსახური ბრძანდებით.

 

სინამდვილეში საქმე იყო შემდეგნაირად: მე ჩემს სახლთან მანქანა დამაჯახეს და ეგონათ, დავიღუპებოდი; მთელი ოჯახის ამოწყვეტის განზრახვა დროებით გადაიდო, რადგან გადავრჩი.

 

საავადმყოფოდან ახალი გამოყვანილი ვიყავი (მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე), რომ ჩემი პირმშო შვილის, ლაშა შარაძის დაბადების დღეც დადგა. იგი დაბადებული იყო 1965 წლის 12 მაისს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მე როგორც ხეიბარი, ორი ყავარჯნით, ჩემმა მეუღლემ ძლივს ამიყვანა ჩემი შვილის საფლავზე. პანაშვიდს ყოველ 12 მაისს (დაბადების დღეს) და 15 ივნისს (გარდაცვალების დღეს) გვიხდიდა და გვიხდის ჩვენი უბედური ოჯახის მოძღვარი მამა დავით ხიმშიაშვილი.

პანაშვიდის შემდეგ სახლში მოყვანილს გურიმ მითხრა: “მე უნდა წავიდე სამებაში და საპატრიარქოშიჩვენს ლაშიკოს სანთლებს დავუნთებ და მალე მოვალ, არ შეგეშინდესო”.

სახლში მობრუნებულმა გურიმ გადმომცა პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ჯვარი და მითხრა: “ეს რუსუდანს მიეცი, რომ ჩამოვაო”. მე ვუთხარი: “შენ თვითონ მიეცი-მეთქი”. ნაღვლიანად შემომხედა და ცრემლები წასკდა. თითქოს გრძნობდა, რომ რუსუდანს ცოცხალი არ დახვდებოდა.

 

მე ვეკითხები მიხეილ ბოტკოველს: 12 მაისიდან 20 მაისამდე ერთი წელი როგორ გავიდა? როგორ ვერ იანგარიშეთ, ბატონო მიხეილ, ელემენტარული რამ? მითუმეტეს, როგორც შევიტყვე გაზეთებიდან, თქვენ, თურმე, ანგარიში ძალიან კარგად გეხერხებათ.

რისი იმედი გაქვთ, ბატონო მიხეილ? უკვე სიცოცხლის დაღმართზე ხართ და იმ დაღმართის ბოლოს ასეთი ცოდვილი და ცოდვიანი უნდა შეხვდეთ?

 

მე, გამწარებულს, გაუბედურებულს, მიწასთან გასწორებულ ხეიბარ ადამიანს საპატრიარქოდან შემომითვალეს (ამბის მომტანი არის ერთი ღირსეული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ღმერთი დიდხანს აცოცხლებს): გურამ შარაძეს სამებაში ვერ დაასვენებდნენ (ჩემთვის მაშინვე გასაგები იყო ყველაფერი), რადგან ხალხს იქ მისვლა გაუჭირდებაო.

აქვე დავსძენ, რომ გურამ შარაძის შემდეგ ბევრი ვინმე იქნა დასვენებულიც და გასვენებულიც. მე მათ აღარ ჩამოვთვლი: უფალმა ყველა ნათელში ამყოფოს. ჩემი უბედური ოჯახისთვის თვითმიზანი არ ყოფილა სამებაში დასვენება. მე პირადად მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე დასვენებული ყოფილიყო წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში (ვერის სასაფლაოზე), მაგრამ მითხრეს, რომ იმდენი ხალხი იქნება მსურველი გამომშვიდობებისა, ეს პატარა ეკლესიაა და ხალხს ვერ დაიტევსო.

 

სამძიმარზე და დაკრძალვაზე მოსულმა ადამიანებმა მითხრეს, ფერიის მთიდან აქციის დაგეგმვის შესახებ და იმის შესახებაც, რომ ბევრ მათგანს, თურმე, ეგონა გურამ შარაძე, ამ ქვეყანაზე დარჩენილ რამდენიმე საათს შეძლებდა მოსიყვარულებოდა და გამოთხოვებოდა თავის უსაზღვროდ საყვარელ ქართველ ხალხს, სამშობლოს და ოჯახს წმინდა სამების თაღებ-ქვეშ; მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამას ისტორია აუცილებლად განსჯის და თავის სახელს დაარქმევს რამე დროში.

 

პირადად ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და თვით მიცვალებულისთვისაც დიდი პატივი იყო გურამ შარაძე დასვენებული ყოფილიყო იქ, სადაც ესვენასაქართველოს ბულბული”, დიდი აკაკი. ვგულისხმობ ქაშვეთის წმინდა ტაძარს.

 

ჩვენ, გურამ შარაძე და მისი ოჯახის წევრები, ვიყავით უაღრესად ბედნიერები იმ დღეს, როდესაც წმ. ქაშვეთის ტაძრის კედლებს მოვესიყვარულებოდით და სანთლებს დავანთებდით ხოლმე. ღვთის ნებით და შემწეობით წინასწარი გრძნობა გვქონდა ალბათ.

 

P.S. ამ დღეებში მთელი პატიოსანი საქართველო აღელვებულია იმ საშინელი ფაქტით, რომ რამდენიმე წლის წინ დაღუპული ორი ახალგაზრდა ადამიანი სინამდვილეში მოკლულები ყოფილან, ხოლო გამოძიებაფალსიფიცირებულად ჩატარებული.

 

გამოძიებაში ფიგურირებს ექსპერტი ვინმე ლევან ჩაჩუა. მის შესახებ მე უნდა მოგახსენოთ, რომ ისსტაჟიანიექსპერტი გახლავთ. ვინმე ოქრუაშვილთან (ბოდიში, მისი სახელი არ მახსოვს) და სხვა ექსპერტებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ რა დასკვნაც დადეს (ყალბი, რა თქმა უნდა), ეს მთელმა საქართველომ იცის.

 

ლევან ჩაჩუა, ტომა მჟავანაძე და ვინმე ოქრუაშვილი იყვნენ ჩემი შვილის, ლაშა შარაძის, ექსპერტები. 1998 წლის 15 ივნისს ღამით სახლში შეპარულმა მკვლელმა (ერთი ღამით ცოლ-შვილის გარეშე დარჩენილი) ოცდაცამეტი წლის შვილი მომიკლა. თვალნათელი იყო არაპროფესიონალისთვისაც კი, რომ ლაშა თავის ნებით არ გამოთხოვებია ამ წუთისოფელს. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა მამამისს შეწირეს. ბევრი იბრძოლა, ბევრი ირბინა, ბევრი იხეთქა გული და თავი გურამ შარაძემ, რომ ეპოვნა შვილის მკვლელი, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ თექვსმეტი წლის შემდეგ გამოაჩინა უფალმა ლევან ჩაჩუას სახე დასაქმენი საგმირონი”. თექვსმეტი წლის წინ ლევან ჩაჩუამ ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიამოკლულიდათვითმკვლელი”.

 

ვაი, უბედურო, ჩაჩუა ლევან! სად მიგაქვს ამდენი ცოდვა? შენი უბედური სული დღესვე რომ შეავედრო უფალს, არაფერი გამოგივა, რადგან არის ამ ქვეყნად ისეთი რამ, რაც არ ექვემდებარება შეწყალებას და რაც მთავარია, შენდობას.“- წერს ქალაბტონი სვეტლანა გახარია-შარაძე.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016