reportiori.ge - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არასრულწლოვნის გათავისუფლებას მიესალმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:50
სამართალი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არასრულწლოვნის გათავისუფლებას მიესალმება
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 16:47

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 22 აგვისტოს საღამოს დაკავებული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მიესალმება.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 6 წლის ბიჭუნა სოფელ წინაგართან, ე.წ.სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას დააკავეს. 
"გათავისუფლებული ბიჭუნა, რომელიც ახლა ნათესავებთან არის, სამ უფროსთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოულოდნელი დაკავებები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს მხარეებს შორის დიალოგის წარმართვას", - ნათქვამია პრესრელიზში. 
შეგახსენებთ, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს. 
სოფელ ზეღდულეთის მაცხოვრებლები ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და 
ალექსანდრე ცერცვაძე და ირაკლი მერებაშვილი შეიარაღებულმა ფორმიანებმა მეზობელი სოფლისკენ მიმავალ გზაზე  დააკავეს. 
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. 
ცერცვაძეს და ვანიშვილს თან მცირეწლოვანი შვილიც ახლდათ, თუმცა მშობლების დაკავებისას 6 წლის დავით ცერცვაძე შეიარაღებულმა რუსებმა სოფლის მიმართულებით გაუშვეს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016