reportiori.ge - ტრენინგი "შიმშილობის მართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში" დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:21
საზოგადოება
ტრენინგი "შიმშილობის მართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში" დაიწყო
ავტორი:
23 აგვისტო, 2013. 16:55

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შიმშილობის მართვის მიმართულებით თანამშრომლების გადამზადება დაიწყო. 
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 23-24 აგვისტოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, შესაბამის ტრენინგს სისტემის თანამშრომლების ორი ჯგუფი გაივლის. 
სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა მხრიდან, სხვადასხვა მოთხოვნითა და მიზეზით, შიმშილობის აქციის გამოცხადება პროტესტის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მსგავს სიტუაციაში სწორი და ადეკვატური რეაგირებისთვის, საჭიროა სასჯელაღსრულების სისტემის პერსონალის მიერ შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა. 
ორთდღიანი ტრენინგი, სახელწოდებით "შიმშილობის მართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში" სისტემის ყველა იმ თანამშრომელს უტარდება, ვინც ყოველდღიურად ხვდება მოშიმშილე მსჯავრდებულებს. მათ შორისაა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო პერსონალიც. 
სასჯელაღსრულების სისტემის პერსონალის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მიხედვით გადამზადების მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინიტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ერთად სასწავლო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მოშიმშილე პატიმართა მარეგულირებელ ადგილობრივ და სერთაშორისო სტანდარტებსა და ევროსასამართლოს პრაქტიკას ეფუძნება.
ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, სამედიცინო პერსონალისა და ციხის ადმინისტრაციის ფუნქციებს შიმშილობის პროცესის მართვის დროს.
ტრენინგის გახსნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო. მინისტრმა სასწავლო ცენტრის ინიციატივა დადებითად შეაფასა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016