ბიზნესმენი და რუსთავის მერობის კანდიდატი, ეროსი კიწმარიშვილი „პრაიმ თაიმთან „ ინტერვიუში ტელეკომპანია „მაესტროს" და მასთან დაკავშირებულ დაუსრულებელ სასამართლო პროცესზე საუბრობს:
ეროსი კიწმარიშვილი: "ადრე თუ გვიან "მაესტროს" დამფუძნებლებს დავსჯი, მათ ჩემი გაძლიერების საშინელი შიში აქვთ .
მაესტროს დამფუძნებლებს ჩემი გაძლიერების საშინელი შიში აქვთ, იმიტომ რომ მათ იციან, ვინ არის მართალი ამ ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოგებული სასამართლო პროცესებით ჰგონიათ, რომ გამარჯვებას მიაღწიეს. მათ აქვთ უფლება, ინერვიულონ. მე მაქვს მათთან დავის პროცესი და უზენაესი სასამართლო უკვე 10 თვეა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება".
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მაესტროს „ და ეროსი კიწმარიშვილს შორის სასამართლო დავა ეროსი კიწმარიშვილის მიერ ტელეკომპანიის უკანონო მართვის მცდელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.