reportiori.ge - ისე, კონსტიტუციაზე როგორა ხართ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:23
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ისე, კონსტიტუციაზე როგორა ხართ?
ავტორი:
26 მაისი, 2014. 15:40


            ღმერთმა იცოდეს, ამ თემაზე კიდევ ერთხელ საუბრის წამოწყება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ როგორც  კანონის ყველა პატივისმცემელი ადამიანი, ძალიან განვიცდი, როცა მატყუებენ; ხოლო თუ ვინმეს, თუნდაც პრეზიდენტს ან პრემიერ მინისტრს გონებაჩლუნგი ან ამქვეყნად მონად მოვლენილი ვგონივარ, მზად ვარ შევახსენო, რომ მწარედ სცდება: მე საქართველოს მოქალაქე ვარ; სწორედ ის, ვინც თქვენ დაგიქირავათ, ხელფასები და პრივილეგიები მოგანიჭათ და თუ ჭკუით არ მოიქცევით, კობახაბაზობა ან გოგახაჩიძეობა იქნებ სანატრელი გაგიხდეთ.

 

            მოკლედ, ასე - გასულ კვირაში ისევ ძალიან პოპულარული იყო 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერის თემა: პრეზიდენტი თუ პრემიერი. ჯერ პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა გვამცნო, კანონის თანახმად ხელშეკრულებაზე ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროსო. მართალია, რაღაც მცირე გაუგებრობა არსებობს, მაგრამ 27 ივნისამდე დიდი დროა და იმედია, ყველაფერი მოგვარდებაო. მაჭავარიანის გამოსვლას ოპერატიულად გამოეხმაურა პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს თვითონ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

            ჩვენ, ხელისუფლებაში ასარჩევთა დაპირებებით ყელამდე მაძღარმა  საბრალო მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ ვიცით, რას მოგვიტანს ეს ნანატრი დოკუმენტი (რითაც უკვე ასე ამაყობენ ჩვენი მმართველი პოლიტიკოსები!) და არც ისა, წესით ვის ეკუთვნის მასზე ხელმოწერის პატივი.

 

            მოდი, ჯერ ის ვნახოთ, კანონი რას ამბობს.

 

საქართველოს კონსტიტუცია

 მუხლი 69

3.საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში


მუხლი 73  

1. საქართველოს პრეზიდენტი:

) მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

 

მუხლი 78

1. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

4. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენენ საქართველოს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

 

            მგონი, ყველაფერი ნათელია - საქართველოს უპირველესი კანონი, კონსტიტუცია, ღაღადებს, რომ  საერთაშორისო შეთანხმებას (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებაც!) ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა.



კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"


მუხლი 72

1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.


3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.


4. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;


) საქართველოს კონსტიტუციის 65- მუხლის მე-2 პუნქტის"-„გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება) დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას;

მუხლი 74

 

1.    საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას უთანხმებს საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის პირველი პუნქტის", „ე" და „ვ" ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.


ეს კანონიც გვეუბნება, რომ საერთაშორისო შეთანხმებებზე ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით.


მოთმინება მოვიკრიბოთ და ბარემ კიდევ ერთი კანონი ვნახოთ:

 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ":


 მუხლი 11

გადაწყვეტილება მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ 


1.    სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება - (გადაწყვეტილებას იღებს, ავტ.) საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.


ანუ საქართველოს ეს კანონიც, კონსტიტუციიდან გამომდინარე, გარკვევით გვეუბნება, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა.


ლოგიკა ასეთია: ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმიტომ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.


ნება მიბოძეთ, კონსტიტუციის პატივისმცემელი საქართველოს მოქალაქეთა სახელით მივმართო საქართველოს პრეზიდენტს: ბატონო პრეზიდენტო, იქნებ გვითხრათ, კონსტიტუციის რომელი მუხლი, რომელი კანონი, რომელი კანონქვემდებარე აქტი გვეუბნება, რომ ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უფლება აქვს თავმდაბლობის, მორცხვობის, ან ვინმე ფრიად პატივცემული და დამსახურებული კერძო პირის შესაძლო განაწყენების შიშის გამო, უარი თქვას თავისი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებაზე?

 

დიახ, შეგვიძლია გავიზიაროთ მოსაზრება, რომ მთავარია ფაქტი -  შეთანხმებაზე ხელმოწერა - და პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს მასზე ხელმომწერის ვინაობას. მაგრამ პრინციპული, ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, საითკენ მიჰყავს ქვეყანა დღევანდელ აღმასრულებელ ხელისუფლებას - ლიბერალური დემოკრატიისკენ თუ ვულგარული ტოტალიტარიზმისკენ.


ვწუხვარ, მაგრამ უნდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ კანონების უგულვებელყოფა არის პირდაპირი გზა დიქტატურისკენ. ეს თქვენ რომ მართავთ, იმ ქვეყნის ყველა მოაზროვნე მოქალაქემ იცის და თქვენ რომ სამაგალითოდ გვისახავთ, იმ ქვეყნების ყველა მეხუთეხარისხოვანმა ჩინოვნიკმაც.  არა მგონია, საკუთარი ქვეყნის კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების დემონსტრაციული აბუჩად აგდებით თქვენს (ჩვენს!) ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს  თავი მოაწონოთ. რუსები ხომ თქვენს უკუდოამპარტავნულ დემოკრატიაზე სიცილით ჩაბჟირდებიან.


ამ გაწამაწიაში არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის - ძალიან საეჭვოა, ნებისმიერი მნიშვნელობის საქმიდან კონსტიტუციის იგნორირების საფასურად პრეზიდენტის გარიყვის იდეა პრემიერ ღარიბაშვილისგან მოდიოდეს. ასეთი სახის დაპირისპირება კი 1991 წლის დეკემბრისკენ რომ მიგვაბრუნებს, ცხადზე უცხადესია.


ასე რომ არ მოხდეს, იმიტომ ვამბობ ამას, თორემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ნაცმოძრაობაზე მორიგი რიტუალური გამარჯვების გარდა რომ ბევრს არაფერს ნიშნავს, მეც თქვენსავით მშვენივრად ვიცი.


მე, ამომრჩეველმა ისიც მშვენივრად ვიცი, რომ ერისა და სამშობლოს წინაშე რაიმე დამსახურებისთვის არც პრემიერ ღარიბაშვილისთვის მიმიცია ხმა და არც პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის - ხმა მივეცი ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის ბინძური დიქტატურის წინააღმდეგ. ამიტომ საქართველოში განვითარებული მოვლენებისთვის, ავისთვის და კარგისთვის, ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება პერსონალურად ივანიშვილს.


დარწმუნებული ვარ, მან ეს იცის.


თეიმურაზ ქორიძე

26.05.14


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016