ზვიად გამსახურდიას 24 წლის წინანდელი მოწოდება, რომელიც დღესაც აქტუალურია!
„...ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლება უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს!
აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს საჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიისა და მსგავსთა მისთა გზა...
აი, მიზეზი ჩვენი კატასტროფისა! აი, მიზეზი 26 მაისის დამარცხების!.."
და, აი, მოდის ახლა არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა... აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმის! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილი გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდავთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე!..."
გაზეთი „ასავალ-დასავალი"