reportiori.ge - ლევან ანჯაფარიძე: ძალიან დიდი თავის შეკავება მჭირდება, რომ ზოგიერთს ხელით არ შევეხო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:50
პრეს-დაიჯესტი
ლევან ანჯაფარიძე: ძალიან დიდი თავის შეკავება მჭირდება, რომ ზოგიერთს ხელით არ შევეხო!
ავტორი:
26 მაისი, 2014. 19:05


წადით, თქვენ მაიმუნ დედასაც შ....ი! ახლა ვისაც ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, იმის დედასაც შ....ი!"


ნათქვამია, ადამიანში ყველაზე ბოლოს იმედი კვდებაო. ეს რომ ასეა, საკუთარი გამოცდილებით ვიცით, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ - ყველაზე საშიში იმედმკვდარი ადამიანია, რადგან სწორედ ამის შემდეგ ჩნდება ანგარიშსწორების სურვილი. როგორც კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე ამბობს „ქრონიკასთან" საუბარში, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართალი ეპოვა, ქუჩაშიც იდგა, საშიმშილოდაც დაჯდა კულტურის სამინისტროს შესასვლელში, მაგრამ არაფერი, ყველან ისევ „ნაციონალები" გრიალებენ. შეგახსენებთ: ლევან ანჯაფარიძე უკვე ერთი წელია ითხოვს, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებუაში მყოფი კინოცენტრით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ, სადაც გაფლანგულია მილიონობით ლარი.


- რა ხდება ქვეყანაში, იგივე გრძელდება კინოშიც და თეატრშიც, ვერაფრით ვერ მოაცილეს კულტურის სამინისტროდან ბოროტების სიმბოლო, მანანა ბერიკაშვილი, რომელიც კბილებით იცავს კინოცენტრის  ხელმძღვანელს, ნანა ჯანელიძეს. არაფერი არ შეცვლილა... აგერ, გიგი უგულავა გაამართლა საკონსტიტუციო სასამართლომ, თურმე არ შეიძლებოდა, მერობიდან რომ გაათავისუფლეს. ესენი მალე ბაჩო ახალაიასაც გამოუშვებენ, მერე ვანო მერაბიშვილსაც გაუშვებენ და რა გამოდის, ეს ყველაფერი იყო თვალის ახვევა? უკვე მერამდენედ უნდა დარჩეს ქართველი ხალხი მოტყუებული და გაღიმებული?!


- ქართველ ხალხს თავი დავანებოთ, უარესებიც უნახავს, მაგრამ ასეთი სიტუაცია ხომ, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის არის საშიში?

 

- არა მგონია, ეს ხელისუფლებისთვის საშიში იყოს. ჩვენ რა ვქნათ, თორემ ესენი ძალიან კარგად არიან გადაჯაჭვულები. ამიხსენი, შეიძლება, სასამართლო თავიდან ბოლომდე დაუტოვო „ნაციონალებს"? ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა მაგარი სვლა, რომელი „ვარდების რევოლუცია" და რა მიხაკები? ეს იყო უხავერდოვანესი რევოლუცია, სადაც „ნაცებმა" გაასწრეს სისხლისღვრას, თავი დააღწიეს შურისძიებას, სული მოითქვეს და ისევ მობრუნდნენ. ეს იყო ამერიკელების სცენარი, რა რუსეთი და რომელი აზერბაიჯანი? კი, დღეს საქართველო სავსეა რუსეთის აგენტებითაც, ამერიკის აგენტებითაც და ისრაელის აგენტებითაც, მაგრამ რუსეთს სულ ფეხებზე ჰკიდია შენი საქართველო, რასაც უნდა, იმას აკეთებს. მოდის, თავზე გაფსამს და ხმის ამომღები არავინ არის. ამ ქვეყანაში ქართველი კაცი არაფერს აღარ წარმოადგენს, „პედერასტები" დაგვასვეს თავზე. რა სამართალი, სად არის სამართალი?! ამას დავანებოთ თავი, ქვეყანა ვერ დალაგდა, მარგველაშვილის  „სასტავი" ცალკეა, უსუფაშვილის „სასტავი" ცალკეა... ერთადერთი ადამიანი, რომლის მიმართაც მაინც პატივისცემით ვარ განწყობილი, ეს ირაკლი ღარიბაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ დღეების განმავლობაში მთავრობის კანცელარიასთან ვიდექი პლაკატებით ხელში და ერთი ადამიანიც არ გამოსულა, მის მიმართ მაინც ვინარჩუნებ კეთილგანწყობას. რასაკვირველია, შიდა ბრძოლები მიდის, ეს გარედანაც ჩანს, ამას არ სჭირდება არც ექსპერტი და არც პოლიტოლოგი. ცალკე არიან „რესპუბლიკელები", ცალკე არიან ვიღაცეები და ჭამენ ერთმანეთს. დღეს ათიდან რვა გამყიდველია და სწორედ ამ გამყიდველების წყალობით საქართველოში ნელ-ნელა გაიღვიძებს ვულკანი. ჩვენ ცოტა ხანი ოცნებაში ვიყავით, უკვე მიწაზე დავეშვით და ვხედავთ, რომ ისევ „ნაციონალები" გრიალებენ. რა გამოდის, ესენი დაგვცინიან? თუ დაგვცინიან,მაშინ ცოტა ხანში ქუჩაში გამოვალთ და „ნაციონალებს" ვეტყვით: წადით, თქვენ მაიმუნ დედასაც შევეცით! ახლა ვისაც ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, იმის დედასაც შევეცი! როგორც ვამბობ, სწორედ ასე დაწერე!


- შენ ამბობ, რომ სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება?

 

- 2003 წლიდან ერთი და იგივე ხალხი ყელყელაობს, ისევ ისინი მუშაობენ, ისევ ისინი დიდგულობენ... ისევ ის რეჟისორები იღებენ უნიჭო ფილმებს, რომლებიც მიშასა და ვანოს კლიპებს უკეთებდნენ. ტელევიზორს ვეღარ ვუყურებ, ყველა არხზე „ნაციონალები" სხედან, ისევ მაგათ ამღერებენ, ისევ მაგათ აცეკვებენ. ქუჩაში რომ გავდივარ, ირონიულ სახეებს ვხედავ - ამისთვის იბრძოდითო? ძალიან დიდი თავის შეკავება მჭირდება, რომ ზოგიერთს ხელით არ შევეხო. არ ვიცი, ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატება. ალბათ, ძალიან მალე ნებისყოფა აღარ მექნება, ხომ ხედავ, რომ სამართლის ძებნა ხალხმა თვითონ დაიწყო? უკვე იყო სამი-ოთხი შემთხვევა, გაუხიეს თავ-ყბა, ვისზეც ნაწყენები იყვნენ. როცა ადამიანები გამოძიებას ელოდებიან და ვერაფერს იღებენ, თვითონ გადავლენ ანგარიშსწორებაზე. გამოდის, ჩვენ სხვა გზას არ გვიტოვებენ. ჩემს საქმეს დავუბრუნდები: აგერ, ერთი წელია, პროკურატურისა და გამოძიების საქმე ჩემი თანხებით გავაკეთე, მასალები მოვაგროვე, მტკიცებულებები დავდე, მაგრამ ამ საქმეს არავინ არ იძიებს... ნანა ჯანელიძე ისევ ყელყელაობს, მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, მე ვარ მაგისი ლობისტიო, კულტურის მინისტრი რაღაც უაზრო განცხადებებს აკეთებს, ტიპი გონზე არ არის, რა ხდება ამ ქვეყანაზე!


- მეც ასე მეგონა, გურამ ოდიშარია გონზე არ არის-მეთქი, მაგრამ როცა მის მიერ გამოწერილი პრემია ვნახე, დავრწმუნდი, რომ შევცდი. ბატონ გურამს 50 ათას 45 ლარი აქვს გამოწერილი. ეგ რომ გონზე არ ყოფილიყო და უსუსური იყოს, როგორც შენ ამბობ, მაშინ 5 ლარს გამოიწერდა.

 

- 5 ლარს გამოიწრედა ადამიანი, მაგრამ ჩვენ ხომ ღორებზე ვლაპარაკობთ? ღორს რაც უფრო მეტს დაუყრი, მით მეტს შეთქვლეფს, ღორმა არ იცის გაჩერება. ესეც ყაჩაღობაა, ბიუჯეტს ძარცვავენ. რაც მე ქუჩაში ვიყავი და რაც მე ვიტანჯე, ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებიდან მხოლოდ ორი ადამიანი გამომეხმაურა - მანანა კობახიძე და ვანო კიღურაძე. ვერაფერი ვერ გამიკეთეს, მაგრამ ადამიანად რომ ჩამთვალეს, მაინც მესიამოვნა. კულტურის სამინისტროს კითხვებს ვუგზავნი და დამცინიან, ერთი წლის წინანდელ პასუხებს მიგზავნიან, ახალი რომ დაწერო, იმასაც არ აკეთებენ. ამათ რაზე უნდა ველაპარაკო, აღარ ვიცი. გეფიცები ადამიანობას, უკვე თავს ვიკავებ,რ ომ ვიღაცები ქუჩაში არ გავატყავო ღორებივით. მაგათში მე უკვე ადამიანებს ვეღარ ვხედავ!

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016