reportiori.ge - კოსმეტიკური კომპანიები, რომლებიც დღემდე ატარებენ ცხოველებზე ცდებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:57
სხვადასხვა
კოსმეტიკური კომპანიები, რომლებიც დღემდე ატარებენ ცხოველებზე ცდებს!
27 მაისი, 2014. 12:28



ველას ჩაგვსვლია ალბათ თვალში შამპუნი და გვიგვრძვნია ერთი წვეთით გამოწვეული წვა. გვიცდია ამობანვა თბილი წყლით, რათა ტკივილს სწრაფად გაევლო. წარმოიდგინეთ ცხოველების მდგომარეობა, როდესაც მათზე ჩატარებული ცდებისას დიდი რაოდენობის შამპუნი, ან კოსმეტიკური საშუალება ხვდება მათ ორგანიზმში. ცოტა ხნით მაინც წარმოიდგინეთ მდგომარეობა, ვინმემ რომ ერთი კოვზი შამპუნი ჩაგვასხას თვალში და მისი ჩამობანის კი არა, ცრემლით ჩამორეცხვის საშუალებაც კი არ გვქონდეს. ამდაგვარ ცდებს ატარებენ კურდღლებზე, რომლებსაც თავი და ტანი სპეციალური დამჭერებით აქვს დამაგრებული, აწვეთებენ თვალში შამპუნის სხვადასხვა დოზას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებენ. ასეთ დროს ცხოველს იმის საშუალებაც კი არ აქვს, მტკივნეულ ადგილას თათი მოისვას. ტესტირების შედეგად კი ხშირად თვალი, მგრძნობელობას კარგავს, მუტაციას განიცდის და ლპება.

                                                                                                                

კომპანიების უმეტესობა ტესტირებისათვის იყენებენ კურდღლებს, ზაზუნებს, ზღვის გოჭებს, მაიმუნებს, ძაღლებს, კატებს და ხანდახან თევზებსაც კი. მათზე ატარებენ უამრავ საშინელ ტესტირებას. თვეების მანძილზე აწამებენ მათ. მათ ორგანიზმში სხვადასხვა პრეპარატი შეჰყავთ, უკეთებენ ოპერაციებს, აკვირდებიან და ხანდახან ხოცავენ. ამის შედეგად ცხოველებს ეწყებათ მუტაცია, ავადდებიან სხვადასხვა დაავადებით, ეწყებათ ბეწვის ცვენა და ხშირად კვდებიან კიდეც.



ცხოველებზე კოსმეტიკური ნაწარმის ტესტირების აკრძალვის შესახებ კანონი 2009 წელს შესულა ძალაში. როგორც აღმოჩნდა, დადგენილება ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა კანონი ძალაში 2009 წელს უნდა შესულიყო. მაშინ ცხოველთა დაცვის ჯგუფი ამბობდა, რომ ევროპაში ყოველწლიურად 38 000 ცხოველი ტესტირების დროს უმიზეზოდ იღუპებოდა. ტოქსინის შემცველი სამი ნივთიერების ტესტირება ძალაში 2013 წლამდე რჩება.

 

 

გთავაზობთ ცნობილი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც დღემდე ატარებენ ასეთ ცდებს ცხოველებზე: L’Oreal (და მასში შემავალი კომპანიები), Biotherm, Avon, Estee Lauder, Helena Rubinstein, Ralph Lauren, Giorgio Armani, Maybelline, Garnier, Procter & Gamble Max Factor, Olay, Pantene, Head&Shoulders, Wash&Go, Pampers, Always / Alldays, Tampax, Blend-a-Med, Safeguard, Tide, Ariel, Fairy, Johnson’s Baby, ROC, Carefree, O.B. Dove, Rexona, Timotei, SunsilkAxe, Pepsodent, Domestos, Lancaster, Calvin Klein, JOOP!, Davidoff, Colgate-Palmolive, Mennen, Protex, Aquafresh, Pronto, Мистер Мускул, Veet, Vanish, Calgon, Gillette, Oral-B, Duracell, Braun, Бабушка Агафья, Красная линия, Sensodyne, Henkel და სხვ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016