შეწყალების კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 500 პატიმრის საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაცია 217-ზე გასცა, მათგან 167 პატიმარი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება, 47-ს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო 3-ს სასჯელის ვადა შეუმცირდება.
დადებითი რეკომენდაცია გაიცა 13 ქალზე, მათგან საპატიმროდან გათავისუფლდება 7, ხოლო სასჯელი გაუნახევრდება 6 ქალს. საპატიმროდან ასევე გათავისუფლდება სამი არასრულწლოვანი, ერთს კი სასჯელი გაუნახევრდება. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოსთვის დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით დასრულდა. კომისიაში 1200-ზე მეტი განცხადება იყო შესული, თუმცა, პატიმართა განცხადებების დიდ ნაწილს უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ მათ სასჯელის ნახევარი მოხდილი არ ჰქონდათ. კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეცემა. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულისთვის დატოვებენ. ამასთან, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით, რომლის მიხედვითაც, მსურველებს ნასამრთლეობა და პირობითი მსჯავრი უუქმდებათ.