reportiori.ge - გაგა მკურნალიძე: მე და ჩემი მეგობრები საკუთარი სიცოცხლის ფასად ვცდილობდით, აღმოგვეფხვრა კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:17
სამართალი
გაგა მკურნალიძე: მე და ჩემი მეგობრები საკუთარი სიცოცხლის ფასად ვცდილობდით, აღმოგვეფხვრა კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 11:34

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გაგა მკურნალიძის წერილს ავრცელებს, რომელსაც "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


"მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ვმუშაობდი, ვთვლიდი, რომ ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც თავის თავზე აიღო ტვირთი რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო ბრძოლა გაემართა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. სამყაროს, რომელიც ათწლეულების, თითქმის საუკუნის განმავლობაში თავისი წესებითა და კანონებით მკაცრად ჩამოყალიბდა.
ამ ბრძოლის პროცესში მე და ჩემი მეგობრები საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახების უსაფრთხოების ფასად, 24 საათის განმავლობაში ვცდილობდით მაქსიმალურად შეგვეზღუდა და აღმოგვეფხვრა დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენადღეს, როდესაც წარსულზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა. ყოველთვის არსებობდენ მსჯავრდებულები, რომლებსაც გონებრივი შესაძლებლობებით, კრიმინალური წარსულით ან თუნდაც ფიზიკური შესაძლებლობებით შეეძლოთ გაეკონტროლებინათ სხვა პატიმრები და ადმინისტრაციის მხრიდან თითოეული ასეთი პატიმრის შეზღუდვა თავის მხრივ სხვა ახალი ავტორიტეტის გაჩენით სრულდებოდამე შორს ვარ აზრისაგან ვამტკიცო, რომ როდესაც მე ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა შორის არ არსებობდნენ "ლიდერები", რომლებიც ზემოქმედებდნენ სხვა მსჯავრდებულებზე, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები სოზარ სუბარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ეს ადამიანები ჩემს მიერ ინიშნებოდნენ. არც ერთი მათგანის მიზანმიმართული შერჩევა მე არ მომიხდენია. პირიქით ჩვენი მიზანი კრიმინალთან ბრძოლა გახლდათ", - ნათქვამია გაგა მკურნალიძის წერილში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016