reportiori.ge - ნინი წიკლაური: გამარჯვებას ველოდი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:16
ყვითელი
ნინი წიკლაური: გამარჯვებას ველოდი...
27 მაისი, 2014. 19:03



პროექტ ორი ვარსკვლავის დასრულებას ისეთივე აჟიოტაჟი მოჰყვა, როგორც მის დასაწყისს. მაყურებელმა ამჯერად ვერ გაიგო, მეორე ადგილზე გასულ წყვილს, ლევან ჯავახიშვილს და ნინი წიკლაურს პრიზად მხოლოდ სახის კანის მოსავლელი საშუალებები რატომ ერგოთ, მაშინროცა მესამე ადგილზე გასული დუეტი, გოგოლა კალანდაძე და ნოდიკო ტატიშვილი ათი ათასი ლარით დაჯილდოვდნენ.

რეიტინგიამ თემასთან დაკავშირებით  ნინი წიკლაურთან ინტერვიუს ქვეყნებს:

 

- ნინი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ამბავს, რომ მხოლოდ სახის კრემები გადმოგცეს. თავად ამ ამბავზე რა კომენტარს გააკეთებ?

- ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვფიქრობ, უკომენტაროდ დატოვება ჯობს, რადგან არ მაქვს პასუხი და ალბათ არც უნდა მქონდეს.

 

- ელოდით მეორე ადგილს, ყველა გამარჯვებას გიწინასწარმეტყველებდათ.

- გამარჯვებას ველოდი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩვენი გამოსვლები და მით უმეტეს ბოლო ნამღერი, ''ჰერიო ბიჭებო,'' თეონა კონტრიძის კომენტარს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, უმაღლესი კლასის ნამღერი იყო.

 

- მართლა კარგი დუეტი შედგა და ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთად გააგრძელოთ სიმღერა. თუნდაც ერთი სიმღერა რომ ჩაწეროთ, თქვენს გულშემატკივრებს გაახარებთ.

- აუცილებლად. იმდენი გაზიარება აქვს ჩვენს დუეტებს სოციალურ ქსელებში, რომ ნამდვილად ჩავწერთ ერთ მეგობრულ დუეტს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები შეიყვარებენ, მაგრამ გავა წლები და ჩვენი შესრულებით ''ჰერიო ბიჭებო'' ისტორიას დარჩება, ამის პირობას ვდებ.

 

- ნინი, მსგავს პროექტში მიიღებ კიდევ მონაწილეობას? ძალიან ბევრ წერილს იღებ სოციალურ ქსელში, გამშვიდებენ, და ამბობენ, ეს საქართველოა და გული არ დაგწყდეთო...

- საქმე იმაშია, რომ მე ამ პროექტში მონაწილე არ ვიყავი, აქ ვმუშაობდი ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მომღერალი. ამიტომ შეგუებული ვიყავი თავიდანვე, რომ ეს არის ლევანის კონკურსი და მე მხოლოდ მისი დამხმარე ვიყავი. ჩვენი დუეტი მალე გახდა პროფესიონალური და ჩემი წვლილიც გასცდა დამხმარეს ფარგლებს. ამიტომ განვიცადე ლევანის გარეთ დარჩენა. რაც შემეხება მე, კონკურსებში არასოდეს მივიღებ მონაწილეობას. გამოვედი ამ ასაკიდან.

 

პროექტებში, სადაც მხოლოდ დამხმარე ვიქნები, აუცილებლად დავთანხმდები მონაწილეობაზე. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა ადამიანებს რომ სიკეთეს ვუკეთებ და ვეხმარები. სოციალურ ქსელში იმდენი იწერება ჩვენზე და კონკრეტულად ჩვენს გუშინდელ გამოსვლაზე, რომ სიამაყით ვივსები. ეს ღირდა ამად. ღირსეული წაგება ყველაზე ტკბილია, როცა შენზე მთელი საქართველო საუბრობს.

 

რაც შეეხება საქართველოს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ ვამბობ, საქართველოში ჰაერსაც კი გემო აქვს-მეთქი, მაგრამ... მაინც... ეს საქართველოა და ზუსტად ეს საქართველო შემოინახავს ისტორიად იმ გამოსვლას, რაც გუშინ ''ორი ვარსკვლავის'' სცენაზე ნინიმ და ლევანმა ჩაიდინეს.

 

მაყურებელთა გარკვეული ნაწილი პროექტის პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს , სოციალურ ქსელში მიმართავს და ლევან ჯავახიშვილის და ნინი წიკლაურის დაჯილდოებას სთხოვს

 

 

 

წყარო: რეიტინგი

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016