reportiori.ge - საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:54
საზოგადოება
საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს
27 მაისი, 2014. 19:09



თემაზე "ადრეული ქორწინების პრევენცია - გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის" ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს  ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ისევე, როგორც მოლდოვას (19%) და თურქეთს (14%). არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე. ადრეული ქორწინების საკითხი სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლების ანგარიშებში აისახა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კი 2013 წელს ჩატარდა ადრეული ქორწინების შესახებ სიტუაციური ანალიზი, გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა რეკომენდაციები.

 

"საზოგადოებისა და მთავრობების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ მოზარდი გოგონების განვითარებას, მათ შორის, ადრეული ქორწინების პრევენციის გზით. მხოლოდ განათლებულ და ჯანმრთელ გოგონებს ექნებათ შესაძლებლობა სრულად განავითარონ თავიანთი პოტენციალი, იყოლიონ ჯანმრთელი შვილები, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი და სასურველი პროფესია. განათლებული, ჯანმრთელი ქალი თავისი შესაძლებლობებით არის სასიკეთო ცვლილებების მომტანი ძალა ოჯახისათვის, თემისა და მომავალი თაობებისათვის", - აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის თანხმობით. ადრეული ქორწინებისას, 16 წლამდე ასაკში, ქორწინება არ რეგისტრირდება.

 

 

 

 

წყარო: ambebi.ge

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016