reportiori.ge - „შენ გიცავს კონსტიტუცია“ (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:46
საზოგადოება
„შენ გიცავს კონსტიტუცია“ (ვიდეო)
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 12:57

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის"  პრეზიდენტმა თორნიკე ჭეიშვილმა და ორგანიცაზიის წევრებმა „რეპორტიორის" პრეს-კლუბში  სოციალური ვიდეო- რგოლის პრეზენტაცია გამართეს.

„შენ გიცავს კონსტიტუცია."- ამ სახელწოდებით  დამზადებული ვიდეო-რგოლი, რომელშიც მონაწილეობას კულტურის წარმომადგენლები, ძალოვანი უწყებების მიერ დაზარალებული პირები და სხვა ცნობილი სახეები იღებენ,  კონსტიტუციის თითოეულ მუხლს ეხება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დარღვეულია.

ორგანიზაციის პრეზიედენტის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიდეო საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და კანონის დაცვის განმტკიცებას ემსახურება. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია"  დღეს ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციასაც გამართვას, სადაც  საზოგადოებას  „საქართველოს კონსტიტუცია" დაურიგდება და  სპეციალური წარმომადგენლები თითოეული მუხლის განმარტებას გააკეთებენ.

„ჩვენი მიზანია რომ ამ სოციალური ვიდეო-რგოლის მეშვეობით, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელებში დატრიალდება, საქართველოს მოქალაქეები უფრო გათვითცნობიერებულები გახდნენ და საკუთარი უფლებების დაცვა მაქსიმალურად შეეძლოთ. ჩვენ სხვა აქციაბსაც ვგეგმავთ, გვინდა, რომ  მოქალაქეებს დაწვრილებით ავუხსნათ თითოეული მუხლის მნიშვნელობა. ასევე იგეგმება სხვა ვიდეოების დამზადებაც."- აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა.

„რეპორტიორი"  სოციალურ ვიდეო-რგოლს გთავაზობთ: 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016