reportiori.ge - ახალაიას ადვოკატმა ციხის ბუნტის საქმის მტკიცებულებების ბათილად ცნობა მოითხოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:47
სამართალი
ახალაიას ადვოკატმა ციხის ბუნტის საქმის მტკიცებულებების ბათილად ცნობა მოითხოვა
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 15:39

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ციხის ბუნტის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მოსამართლე დავით ჯუღელს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს. მათი განმარტებით, საქმის წარმოების დროს პროკურატურამ პროცესუალური ნორმები დაარღვია. მტკიცებულებების შეგროვებისა და გაცვლის დროს, დაცვის მხარეს დოკუმენტაციის ნაწილი არ გადაეცა. შეგახსნებთ, რომ ბაჩო ახალიას "ციხის ბუნტის" საქმეზე ბრალი 2013 წლის 1 მარტს წაუყენეს, საქმის მასალებში კი მითითებულია, რომ ბაჩანა ახალაიამ 2006 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. მან შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვიტაც პატიმრებს ჩუმად უნდა ეწარმოებინათ ვიდეო გადაღებები და ერთმანეთი ფიზიკური ზიანის მიყენებაში დაედანაშაულებინათ. მას შემდეგ რაც პატიმრებმა ბაჩო ახალაიას დახმარებაზე უარი უთხრეს, სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა ისინი სასტიკად სცემეს და სამაგალითოდ დასაჯეს. სწორედ ამ ფაქტს მოყვა ციხის ბუნტი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016