reportiori.ge - მამუკა ღლონტი: ნინო ჟიჟილაშვილის ამ ეთერით ძალიან უკმაყოფილო ვარ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:53
მედია
მამუკა ღლონტი: ნინო ჟიჟილაშვილის ამ ეთერით ძალიან უკმაყოფილო ვარ
28 მაისი, 2014. 13:52


ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი ნინო ჟიჟილაშვილის სკანდალურ გადაცემასთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, ჟურნალ „სარკესთან" კომენტარს აკეთებს:


მამუკა ღლონტი:წინასწარ, რა თქმა უნდა, მკითხეს აზრი, ვინაიდან აქ უკვე ჩვენი ინტერესიც იკვეთებოდა. წინააღმდეგი ვიყავი „მაესტროს" ეთერში ეროსი კიწმარიშვილის მოყვანის. ვაფრთხილებდი, რომ ასპროცენტიანი პროვოკატორია და მათ პროვოკაციაზე წამოაგებდა.  ამ ეთერით ძალიან უკმაყოფილო ვარ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენთან სარედაქციო დამოუკიდებლობაა. ამიტომ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება რესპონდენტის მიმართ არ გაითვალისწინეს და მათ მაინც მოიყვანეს ეროსი კიწმარიშვილი. „

 

შეგახსენებთ, „მაესტროს" ეთერში გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა სტუმრად მოწვეულ ეროსი კიწმარიშვილს მატყუარა უწოდა.


ტელეკომპანია „მაესტროს" და ეროსი კიწმარიშვილს სასამართლო დავა აქვთ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით.


წყარო: „სარკე"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016