reportiori.ge - ზაზა ოქუაშვილმა "მე-9 არხის" შეძენა გადაიფიქრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:40
საზოგადოება
ზაზა ოქუაშვილმა "მე-9 არხის" შეძენა გადაიფიქრა
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 14:21

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი არ აპირებს, "მე-9 არხის" შეძენასთან დაკავშირებით სააქციო საზოგადოების კონკურენტი იყოს. როგორც ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მას ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო "მე-9 არხის" ან მისი ტექნიკური რესურსის ყიდვაში. 


"მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა,  მონაწილეობა მიმეღო "მე-9 არხის ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია "იბერიის" სახით. მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითოეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს", _ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016