reportiori.ge - ნინი ზარქუა: ამისულას მონატრებული კერძები დავახვედრეთ-ხინკალი და გოჭი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:53
ინტერვიუ
ნინი ზარქუა: ამისულას მონატრებული კერძები დავახვედრეთ-ხინკალი და გოჭი
28 მაისი, 2014. 19:30


საქართველოს ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი წელიწადში ორჯერ უბრუნდება სამშობლოს. დანარჩენი პერიოდი რუსეთში, სამარაში თამაშობს. მისი მეუღლე, ყოფილი მოდელი, ნინი ზარქუა თბილისში ერთ-ერთ გემოვნებიან და გამორჩეული სტილის მქონე ქალბატონად მიიჩნევა. წყვილს ორი შვილი ჰყავს-  6 წლის ანანო და 4 წლის საბა. ალექსანდრე, იგივე ამისულა, როგორც მას ახლობლები უწოდებენ,  ამჟამად საქართველოაშია. მისი მეუღლე, ნინი ზარქუა „რეპორტიორს" ესაუბრება.


__ნინი, ბოლო პერიოდში ქართული სამოდელო სფერო შედარებით გააქტიურდა. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს?


_დადებითად ვაფასებ. რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები, ვგულისხმობ თბილისის მოდის კვირეულს, უფრო განვითარდება ეს სფერო. უფრო მეტ ქართველ დიზაინერს შეამჩნევს უცხოელი ბაიერი და ქართული მოდაც  საზღვრებს გასცდება.


__რა სჭირდება ამ სფეროს განვითარებისთვის?

 

_ალბათ როგორც ყველაფერს, ამ სფეროსაც განვითარებისთვის აუცილებლად ფინანსები სჭირდება.


__როგორც ყოფილი მოდელი, რა რჩევებს მისცემთ დამწყებ მოდელებს, რა არის საჭირო იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიონ?


_ამ სფეროში მიზნის მისაღწევად საჭიროა პირველ რიგში კარგი გარეგნული მონაცემები. შემდეგ კი ამ მონაცემების უფრო დახვეწა. შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ის თვისებებია, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მომავალ მოდელს. ამ ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევა ადვილი ხდება.

__ნინი, თქვენი მეუღლე, ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი ამ ეტაპზე საქართველოშია. როგორი დახვედრა მოუწყვეთ მონატრებულ მეუღლეს?

 

_მისი აქ ყოფნა ყველას ძალიან გვიხარია. ამისულას მონატრებული კერძები დავახვედრეთ. მას ძალიან უყვარს ხინკალი და გოჭი.


__თქვენ თავად შეგიძლიათ მისი მომზადება?


_არა, სამწუხაროდ, მე ხინკლის მომზადება არ გამომდის. მაგრამ კერძების მომზადება მეხერხება. თუმცა არ ვამბობ, რომ კვერცხსაც ვერ ვწვამ. კულინარია მაინტერესებს.  


__ალექსანდრე კვლავ რუსეთში, სამარაში თამაშობს? რაიმე ცვლილება ხომ არ არის მის კონტრაქტთან დაკავშირებით?


_არა, ჯერჯერობით ისევ იმ გუნდშია. სხვა დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე ამისულა ორი კვირით რჩება თბილისში.


__ბავშვებს ალბათ ძალიან გაუხარდათ მონატრებული მამის ხილვა.

 

_ნამდვილად ასეა, ძალიან უხარიათ მისი ჩამოსვლა. მათთვის მამიკოს თბილისში ყოფნა დღესასწაულია. იმიტომ, რომ სულ ენატრებათ, თან მამა ძალიან ანებივრებთ და ბავშვებს ყველა სურვილს უსრულებს.


__ფეხბურთელის მეუღლე, ამისულასთან ერთად ხომ არ უყურებთ ფეხბურთს ხოლმე?

_ნამდვილად ასეა. ჩემი მეუღლის და მეგობრების გარემოცვაში ვუყურებ ჩემპიონთა ლიგას.


__ნინი, ერთ-ერთ გემოვნებიან ჩამცმელად მიიჩნევით. როგორ შეაფასებთ თბილისურ სტილს?

 

_თბილისში ყოველთვის ძალიან გემოვნებიანად იმოსებიან. ახლაც ასეა, არაფერი შეცვლილა ამ მხრივ. ვფიქრობ, აქ ინდივიდუალურ სტილს ირგებენ, თუ ვის რა უხდება და მოსწონს.


__არანაირი შენიშვნა არ გაქვთ? არაფერს გამოასწორებდით თბილისურ სტილში?


_ვფიქრობ, ერთადერთი, რისი შეცვლაც შეიძლება ვისურვოთ, ეს ფერებია. უფრო მკვეთრი და თამამი ფერებით შემოსვა კარგი იქნებოდა. ძალიან გვიყვარს ქართველებს შავი ფერი...


__თქვენ რა ფერები გიყვართ?


_მე თვითონ ძალიან მიყვარს სხვადასხვა და ნათელი ფერები. მათ ამინდის და განწყობის მიხედვით ვარჩევ.


__ალექსანდრესაც აინტერესებს სამოსი და შოპინგი?  

_ის საათებში ერკვევა ძალიან კარგად.  მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს.


ნინი და ალექსანდრეს ოჯახი შვიდ წელს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნო. მოდელის და ფეხბურთელის სიყვარულის ისტორია მალევე ქორწინებით დაგვირგვინდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016