reportiori.ge - დავით დარახველიძე: დევნილის სტატუსის ყალბად აღება სხვადასხვა ფორმით ხდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:37
საზოგადოება
დავით დარახველიძე: დევნილის სტატუსის ყალბად აღება სხვადასხვა ფორმით ხდებოდა
ავტორი:
24 აგვისტო, 2013. 16:47

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა რეგისტრაციას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განაგრძობს. დღეს, მინისტრმა დავით დარახველიძემ, ოჯახთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა.

დღეს მე გავიარე სავალდებულო რეგისტრაცია, როგორც დევნილმა, ასევე ჩემი ოჯახის წევრები გადიან რეგისტრაციას. პროცესები გამართულია კომისია კარგად მუშაობს" - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.

რეგისტრაცია, ქვეყნის მასშტაბით, 1 აგვისტოდან სამეგრელო- ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში დაიწყო, ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია 36 000-ზე მეტმა დევნილმა გაიარა. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა დევნილისათვის, რათა მათ არ შეუჩერდეთ დევნილის შემწეობა და ასევე განისაზღვროს მათი ზუსტი რაოდენობა.

რეგისტრაციის ჩატარების აუცილებლობაზე სათათბირო სამჭომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიიღო. მას შემდეგ, რაც სამუშაოები კერძო სექტორის დევნილთა აღრიცხვისთვის ჩაატარა. არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით ხდებოდა დევნილის სტატუსის ყალბად აღება. გარდა ამისა, ბოლოს ჩატარებული რეგისტრაციიდან 5 წელი გავიდა. მოგეხსენებათ, არსებობს სერიოზული მიგრაცია და იმისათვის, რომ განგვესაზღვრა დევნილი ოჯახების ზუსტი რიცხვი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩატარებულიყო საყოველთაო რეგისტრაცია. ამის შესახებ მთავრობამ გასცა განკარგულება,"-განაცხადა დავით დარახველიძემ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მინისტრთან ერთად, რეგისტრაცია სხვა დევნილებმაც გაიარეს.

დევნილთა რეგისტრაცია 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016