reportiori.ge - ილია II : ყველაზე მეტად კაცობრიობას სიმშვიდე და სიხარული აკლია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:37
რელიგია
ილია II : ყველაზე მეტად კაცობრიობას სიმშვიდე და სიხარული აკლია!
29 მაისი, 2014. 16:09



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას სიხარულისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას  სიმშვიდის შეინარჩუნებისკენ მოუწოდა, როგორც საკუთარ თავში, ასევე საკუთარ სახლებში.

 

ჩვენ ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობთ, რა აკლია კაცობრიობას. ზოგი მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს, ზოგი სულიერებაზე. ყველაზე მეტად კი, ჩემი აზრით, კაცობრიობას სიმშვიდე და სიხარული აკლია. ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ თქვენს გულში, სულში. შევთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა მოგვცეს. სიმშვიდე თუ იქნება, უფალიც ჩვენთან იქნება. როცა ადამიანში არის სიმშვიდე, არის სიხარული და სიყვარული. უფალი მიდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც სხვა ადამიანები უყვარს. ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე სუფევდეს თქვენში და თქვენს სახლებში. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვა არ იყოს თქვენს სახლებში. თუ ვინმე ხმას აუწევს, თქვენ ხმამაღლა ნუ უპასუხებთ. ეცადეთ, ეს წესი დაინერგოს თქვენს ოჯახებში. სადაც არის სიყვარული, იქ სიხარულია“, - ბრძანა ილია II-.

 

საქართველოს პატრიარქმა ქადაგებისას ამაღლების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

ყველას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. 40 დღის განმავლობაში მაცხოვარი ეცხადებოდა მოციქულებს და მოძღვრავდა მათ და ყოველი გამოცხადების დროს ეუბნებოდა, მშვიდობა თქვენდა. როცა ჩვენ ვამბობთ, „ჩვენთან არს ღმერთი“, ამით ჩვენ ვამბობთ, რომ გვწამს უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარდა მადლობა უფალს, რომ ჩვენთანაა. როცა მაცხოვარმა ამაღლების დღეს მოციქულები ბეთანიამდე წაიყვანა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ამაღლება დაიწყო, მან უთხრა მოციქულებს - „მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისადა მოციქულები იერუსალიმში დიდი სიხარულით დაბრუნდნენ“, - განაცხადა ილია მეორემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016