reportiori.ge - „ჭიის დიეტა“, რომელსაც მარია კალასი შეეწირა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:30
სხვადასხვა
„ჭიის დიეტა“, რომელსაც მარია კალასი შეეწირა
29 მაისი, 2014. 18:55



რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ. ჟურნალი „რეიტინგი“ ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს.

 

მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში აქტუალური იყო გახდომა ჭიებით. თურმე, ამ ფორმას ახლაც მიმართავენ. ჩვეულებრივი პარაზიტი ჭიები აზიური ქვეყნებიდან არალეგალურად ჩამოჰქონდათ და ყლაპავდნენ. გადაყლაპვიდან სულ რამდენიმე თვეში პაწაწინა ჭიაყელა 4-6 მეტრის სიგრძის ჭიად იქცეოდა, ნაწლავში კარგად ბინავდებოდა და უფროსი მეგობრის მიერ მირთმეულ საკვებს შთანთქავდა. ჭიის პატრონს მადა ემატებოდა, თუმცა წონა - არა. პირიქით, საშინლად ხდებოდა და ილეოდა. 3-4 თვის შემდეგ სოლიტერი ორგანიზმიდან გამოჰყავდათ, თუმცა ყოველთვის ადვილი არ იყო. თანაც, ჭია გახდომასთან ერთად ბევრ ცუდ შედეგს იწვევდა, მთლიანად ანგრევდა ნივთიერებათა ცვლას, იმუნიტეტს, ადამიანს წონასთან ერთად აკლდებოდა თმა, კბილები, ჯანმრთელობა.

 

ჭიის დიეტასაც ჰყავდა თავისი ვარსკვლავი - მაგალითად, ოპერის მომღერალი მარია კალასი, რომელმაც რამდენიმე თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო. თუმცა სასურველმა სიგამხდრემ ბედნიერება ვერ მოუტანა - ხმა დაკარგა, ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, არისტოტელე ონასისს დაშორდა და მოულოდნელად, საიდუმლო ვითარებაში 54 წლისა გარდაიცვალა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016