reportiori.ge - სერგეი შამბა: ალექსანდრე ანქვაბის რეაქცია ხელისუფლების ჩაბღაუჭების სულელური მცდელობაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:23
კონფლიქტები
სერგეი შამბა: ალექსანდრე ანქვაბის რეაქცია ხელისუფლების ჩაბღაუჭების სულელური მცდელობაა!
30 მაისი, 2014. 11:17


აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის რეაქცია, მისი გადადგომის მოთხოვნაზე, „ხელისუფლების ჩაბღაუჭების სულელურ მცდელობად" შეაფასა.


ხელისუფლების ჩაბღაუჭების სულელური მცდელობაა, როდესაც ამის არც რესურსი არსებობს და არც დაბრუნების შესაძლებლობა", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეროვნული საბჭოს წევრმა სერგეი შამბამ.


მან მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა პროვოკაციებს არ წამოეგონ.


წუხელ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც სულ 21 დეპუტატი ესწრებოდა, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადეს, ასევე მიმართეს დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს, თავისი ნებით დათმოს პრეზიდენტობა და გადადგეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს რესპუბლიკის მმართველობასა და კოალიციური მთავრობის ფორმირებას. დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ლეონიდ ლაკერბაიას არსად უშვებს,  გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას კი ფართო კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016